-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული იურისტი საქართველოს პარლამენტის წევრი
გუჯაბიძე ბიძინა გივის ძე
გუჯაბიძე ბიძინა გივის ძე (24.II.1956, სოფ. ბაღლეფი, ლანჩხუთის რ-ნი -12.X.2020, თბილისი), იურისტი. დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1983). იყო აგროსამრეწველო გაერთიანების იურისკონსულტი (1983-1986); ლანჩხუთის სახ. კონტროლის რ-ნული განყ-ბის ინსპექტორი (1986-1988); ლანჩხუთის რაიკომის ინსტრუქტორი (1988-1990); ლანჩხუთის რ-ნის პრეფექტის მოადგილე (1991); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქიდან; საქართვ. კონსერვატიული პარტია (2004-2008); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2012-2016).