-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პედაგოგი აკადემიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გუგუშვილი პაატა ბესარიონის ძე (15.IX.1905, სოფ. კოდორი, აბაშის მუნიციპალიტეტი–27.II.1987, თბილისი, დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში), ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, ეკონ. მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1940), საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1961), აკადემიკოსი (1974). დაამთავრა თსუ-ის სოციალურ-ეკონ. ფაკ-ტი (1927), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „კოლონიზაცია საქართველოსა და ამიერკავკასიაში მე-19 საუკუნეში". გარდაცვალებამდე თსუ-ში კითხულობდა სახ. მეურნეობის ისტ., პოლიტ. ეკონ. და სოციოლოგიის კურსებს (1930). მისი ინიციატივით საქართვ. სსრ-ის მეცნ. აკადემიის სისტემაში დაარსდა ეკონომიკის ინ-ტი (1944) და იყო მისი ხელმძღვ. (1944–1976), სათავეში ედგა საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიასთან არსებულ სოციალურ-ეკონ. პრობლემების სამეცნ. საბჭოს (1973). ეკონომიკის ინ-ტს მიენიჭა პ. გუგუშვილის სახელი (1991). იყო ქართ. საბჭ. ენციკლოპედიის მთ. სარედაქციო კოლეგიის წევრი და მისი ეკონ. სექციის თავ-რე. აკად. ივ. ჯავახიშვილის რჩეული ნაწერების 12-ტომეულის. ასევე ხუთტომეულის “ხელოსნობისა და შინამრეწველობის ისტორია საქართველოში” სარედაქციო კოლეგიის წევრი; პროფ. ფ. გოგიჩაიშვილის რჩეული ნაწერების ორტომეულის მთ. რედაქტორი. არის მრავალი შრომის, მათ შორის 50 მონოგრაფიის ავტორი. მისი ძირითადი ნაშრომია მრავალტომეული “საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს”, რომლის სამი წიგნი გამოცემულია რუს. ენაზეც. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.
თხზ.: გუგუშვილი, პ. (1933). ეკონომიური ფორმაციებისათვის. ტფილისი, ტექნიკა და შრომა; გუგუშვილი, პ. (1935). კარლ მარქსი გამომგონებლობის შესახებ. ტფ., გუგუშვილი, პ. (1952). ეკონომიკური ტერმინოლოგიისა და მეცნიერული თარგმანისათვის. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; გუგუშვილი, პ. (1954). მარცვლეულის მეურნეობა საქართველოსა და ამიერკავკასიაში, 1801-1920 წ.წ. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; გუგუშვილი, პ. (1966). თანამედროვე ბურჟუაზიული სოციოლოგიის შესახებ. თბ., მეცნიერება; გუგუშვილი, პ. (1971). კარლ მარქსი ქართულ პუბლიცისტიკასა და საზოგადოებრიობაში 1898 წლამდე. თბ., მეცნიერება; გუგუშვილი, პ. (1973). საქართველოს სსრ მოსახლეობის აღწარმოების საკითხები. თბ., მეცნიერება; გუგუშვილი, პ. (1981). ახალგაზრდობის სოციოლოგიის საკითხები. თბ., განათლება; გუგუშვილი, პ. (1949-1984). საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში. მონოგრაფიები. ტ. 1-7. თბ.