-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
გუგუჩია ზურაბ ოთარის ძე (27. IX. 1987, სოხუმი). წარმატებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა (2009). იყო ციურიხის უნ-ტის დოქტორანტი, სადაც პარალელურად ეწეოდა პედ. საქმიანობას პროფესორის ასისტენტის პოზიციაზე (2009-2013). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1992). პოსტდოქტორანტის სტატუსით სამეცნ. საქმიანობას ეწეოდა ციურიხის უნ-ტსა და პაულ შერერის კვლევით ინ-ტში (2013-2016). მუშაობდა კოლუმბიის უნ-ტში (ქ. ნიუ- იორკი, აშშ) პოსტდოქტორის პოზიციაზე (2016-2018). მიიღო პრინსტონის უნ-ტის (ქ. პრინსტონი, აშშ) Research Associate პოზიციაზე შემოთავაზება, რომლის განხორციელებაც ზაფხულში დაიწყო (2018). თუმცა მალევე მიიღო შვეიცარიის სამეცნ. ცენტრის-პაულ შერერის კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნიერის პოზიციაზე შემოთავაზება, რომელსაც დათანხმდა. არის ძლიერი ველისა და მაღალი წნევის მიუონის ლაბორ. პასუხისმგებელი მეცნიერი და „უჩვეულო კვანტური მოვლენების“ კვლ. ჯგუფის ხელმძღვ. მუდმივი კონტრაქტით (2018-დან). პარალელურად არის ციურიხის უნ-ტის მიწვეული ლექტორი და პრინსტონის უნ-ტის მიწვეული მეცნიერი. ფუნდამენტური კვლევებისა და ინოვაციური იდეების განხორციელების მიზნით იგი ავითარებს და იყენებს ჰიდროსტატიკური და უნიაქსიალური წნევის ექსპერიმენ. თანამდეროვე ხელსაწყოებს, რ-საც აერთიანებს მიუონის სპინის ბრუნვის (μSR) და მაგნიტოწინაღობის მეთოდებთან. სამეცნ. ნაშრომი გამოქვეყნდა მსოფლიოს წამყვან მაღალრეიტინგულ ჟურნალებში, მათ შორის: Physical Review Letters, Physical Review B, PNAS, Science Advances, ასევე Nature-ის ჯგუფის ჟურნალებში (Nature, Nature Communications, Nature Physics, Nature Materials). არაერთი ნაშრომი დასახელდა ჟურნალების საუკეთესო სტატიად და წლის საუკეთესო ნაშრომად. სპეც. მიწვევით გამოქვეყნებული აქვს ექვსი მიმოხილვითი სტატია. გერმანიაში დაიბეჭდა მისი მონოგრაფია ,,ზეგამტარობა და მაგნეტიზმი რკინის და სპილენძის შემცველ მაღალტემპერატურულ ზეგამტარებში’’ (2014). საქართვ. პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (2015). მიღებული აქვს შვეიცარიის ეროვნ. სამეცნ. ფონდის პოსტდოქტორებისთვის განკუთვნილი პრესტიჟული ჯილდოები (2016, 2018). მიენიჭა წინანდლის პრემია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. დარგში (2016). საქართვ. შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდმა იგი დაასახელა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერ მოღვაწეთა საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად (2018). ასევე არის Blavatnik Postdoctoral Awards-ის შიდა კონკურსის გამარჯვებული კოლუმბიის უნ-ტში (2017) და Dicke Fellowship-ის ფინალისტი პრინსტონის უნ-ტში. მისი მონაწილეობით დაიწყო შვეიცარიის ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებული ინტერდისციპლინარული სამეცნ. გრანტი „Muoniverse (მიუონური სამყარო)“, რომლის საერთო ბიუჯეტი 50 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს აღწევს და 12 წლის განმავლობაში განხორციელდება (2026-2038). აღნიშნულ პროექტში გ. ზ. არის ფუნდამენტური კვანტური კვლევების მიმართულების მთ. ხელმძღვ. იგი პერიოდულად იწვევს ქართვ. სტუდენტებს 2-3 თვიან საზაფხულო ინტერნშიფზე, რითაც ხელს უწყობს მათი საერთაშ. სამეცნ.-კვლ. გამოცდილების გაღრმავებას და პროფესიულ განვითარებას.
თხზ. (გარდა ტექსტსი მოხსენიებულისა): Guguchia, Z. (თანაავტორი). (2021). Unconventional pressure dependence of the superfluid density in the nodeless topological superconductor. Phys. Rev. Lett. 127; Guguchia, Z. (თანაავტორი). (2023). Nodeless electron pairing in derived Kagome superconductors. Nature 617; Guguchia, Z. (თანაავტორი). (2025). Microscopic evidence of a field-induced critical spin-liquid state in a frustrated metal. Physical Review B (Letter) 112.