გუდიაშვილი ელისაბედ ვახტანგის ასული
გუდიაშვილი ელისაბედ ვახტანგის ასული

გუდიაშვილი ელისაბედ ვახტანგის ასული (23.III.1923 – 30.VI.1986), თურქოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის აღმოსავლურ ენათა განყ-ბა (1945), ენათმეცნიერების ინ-ტის ასპირანტურა (1948); ფილოლ. მეცნ. კანდ. (1949). დისერტაციის თემა: „წალკის რაიონის  მოსახლეთა თურქული  მეტყველების თავისებურებანი“. გ.ე. იყო თსუ-ში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის თურქოლოგიის კათედრის ასისტენტი (1946-1950); უფრ. მასწავლებელი (1950-1952); დოცენტი (1952-1986). კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: თურქ. ენა; თურქ. ლიტ-რა; თურქ. დიალექტოლოგია. მისი კვლევის სფეროები იყო: თურქ. დიალექტები; წალკელ თურქულენოვანთა მეტყველება; ქართ. ლექსიკა თურქ. ენის ჩრდილოაღმოსავლურ დიალექტებში. მისი ნაშრომებია: „წალკის თურქულენოვანი მოსახლეობის  მეტყველების ზოგი სინტაქსური  თავისებურების შესახებ: (1952); „მეორე პირის კუთვნილებითაფიქსიან ფუძეთა ბრუნება წალკის რაიონის თურქულენოვანი მოსახლეობის  მეტყველებაში“ (1954); „ზოგიერთი ზმნური ფორმის შესახებ ქვემო წალკის თურქულ მეტყველებაში“ (1957). „ზოგიერთი ქართველური ლექსიკური ელემენტის შესახებ თურქულ დიალექტებში” (1967); “ორი ქართული სიტყვის შე-სახებ აღმოსავლეთ ანატოლიის თურქულ დიალექტებში” (1973).

თხზ.: გუდიაშვილი, ე. (მთარგმნელი). (1961). ჯადოსნური სარკე: თურქული ხალხური ზღაპრები: თბ., ნაკადული, ISBN 9789941298257; Гудиашвили, Е. (1963). Фонетичесие особенности турецкой речи Ризе и Трапезунда –Вопросы диалектологии тюркских языков: т. III, Баку; გულიაშვილი, ე. (მთარგმნელი). (2019). მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები: წ. 9: თურქული ზღაპრები: [კრებული]. თბ., პალიტრა L.