-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი ფილოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გუბლია გიორგი კონსტანტინეს ძე (21.V.1928, სოფ. ყულანურხვა, ახლანდ. გუდაუთის მუნიციპალიტეტი-06. XI. 2019), აფხ. მწერალი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1954). მუშაობდა სოხუმის მ. გორკის სახ. პედ. ინ-ტში აფხ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ. მან ადრეულ ასაკში გამოსცა პირველი პოეტური კრებ. (1956). გ. გ.-ს გამოქვეყნებული აქვს ლექსების რამდენიმე კრებ. (1956), პოემები და რომანები. კერძოდ: ,,მოქრის კოდორი“ (1964); ლექსები (1971); ,,ისევ აქა ვარ“ (1977); ,,ღელავდა ზღვა“ (1988); „დიმიტრი გულია. შემოქმედებითი გზა“ (1974). თხზულებების ძირითადი მოტივი პატრიოტულია. გ. გ. 1990-იანი წლების დასაწყისიდან უთანაგრძნობდა სეპარატისტულ მოძრაობას „აფხაზეთი“. იგი დაჯილდოებული იყო დიმიტრი გულიას სახ. ლიტ. პრემიით და აფხ. მთავრობის ორდენით „ღირსება და დიდება“ (Ахьдз-апша, 2013).
ლიტ.: გუბლია გიორგი კონსტანტინეს ძე. საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2, 2012, გვ. 171.