გუბელაძე იოსებ
გუბელაძე იოსებ

გუბელაძე იოსებ (28.X.1961, თბილისი). ქართვ. მათემატიკოსი, თსუ-ის წარმატებული კურსდამთავრებული, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (Doctor of Science / Habilitation, სანკტ-პეტერბურგის სახელმწ. უნ-ტი, 1990). დაამთავრა 42-ე საშ. (შემდგომში ვეკუას) სკოლა ოქროს მედლით (1968–1978 ); თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1978–1983). არის ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (PhD, ლენინგრადის სახ. უნ–ტი, 1985); სამეცნ.-პედ. საქმიანობა დაიწყო საქ. მეცნ. აკად. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (1983–2002); მუშაობდა სან-ფრანცისკოს სახელმწ. უნ-ტში (ა.შ.შ.  / San Francisco State University, USA, 2002 – 2022). მისი ძირითადი სამეცნ. შედეგებია: აფინურ ტოროიდულ მრავალსახეობების ვექტორულ ფიბრაციებზე ანდერსონის ჰიპოთეზის დამტკიცება; ანდერსონის ჰიპოთეზის მაღალი სტაბილური და, აგრეთვე, არასტაბილური K-თეორიული ანალოგების დამტკიცება; აფინური მონოიდური რგოლებისთვის იზომორფიზმის პრობლემის გადაწყვეტა; პროექციული ტოროიდული მრავალსახეობებისთვის NEF-კონუსში ღრმა წევრების პროექციული ნორმალურობის პრობლემის გადაწყვეტა; კარათეოდორის თეორემის მთელრიცხვოვანი ანალოგის შესახებ ჰიპოთეზის უარყოფა (ვ. ბრუნსთან ერთად); პროექციული ორბიფოლდებისთვის გროთენდიკის კოჰომოლგიური და ჰომოლოგიური ჯგუფების რაციონალური იზომორფულობის ჰიპოთეზის უარყოფა; ამოზნექილი მრავალწახნაგების კატეგორიული ანალიზის განვითარება. სამეცნ. გრანტები/ჯილდოები. ჰუმბოლტის კვლევითი სტიპენდია (AvH Stiftung Uni. Osnabruck, Germany, 1996 – 1998); მიწვეული მკვლევარი (მაქს-პლანკის ინსტიტუტი / MPI, Bonn, Germany, 1999 – 2000); მერკატორის სახელობითი მიწვეული პროფესორი (გერმანიის კვლევითი საზოგადოება / DFG, Uni. Osnabruck, Germany, 2000 – 2001); მიწვეული მკვლევარი პროფესორი (მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი / MSRI, Berkeley, USA, 2003), ა.შ.შ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ინდივიდუალური კვლევითი გრანტები (National Science Foundation, USA) (2006 – 2017). საერთაშ. ჟურნ. რედაქტორობა. Algebra & Number Theory (2007 – 2022); Journal of Homotopy and Related Structures (2014 – 2020); Georgian Mathematical Journal (2007 – 2020).

თხზ.: Губеладзе, И. (1988). Гипотеза Андерсона и максимальный класс моноидов, над которыми проективные модули свободны. Математический Сборник 177, 169–185; Gubeladze, I. (2005).  The Nilpotence Conjecture in K-theory of toric varieties. Inventiones mathematicae 160, 173–216; Gubeladze, I. (2018).  Unimodular rows over monoid rings. Advances in Mathematics, 337, 193–215.