-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
გუბაძე ნუგზარ ვასილის ძე (03.XII.1953, თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1975). სტუდენტობის წლებიდან დღემდე მუშაობდა ფიზიკის ფაკ-ტის ბირთვული ფიზიკის ლაბორიაში სხვადასხვა პოზიციებზე: ინჟინერი, უფრ. ინჟინერი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, განყ-ბის გამგე; დღემდე ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეც. ლაბორ. გამგე (2007-დან). 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რომელთაგან ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში. სამეცნ. ინტერესები: ნივთიერებათა იზოტოპური და ელემენტური ანალიზი, მას-სპექტრომეტრია, არამიწიერი ობიექტების - მეტეორიტების შესწავლა, რადიაციული კვლევები და გარემოს ეკოლოგიური მონიტორინგი. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ., ფიზიკის აკად. დოქტორი (17.01.1997წ). სხვადასხვა წლებში კითხულობდა და კითხულობს ლექციების კურსებს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე, ასევე, პროფესორის სტატუსით, ლექციების კურსი გრ. რობაქიძის უნ-ტში. საქართვ. ეკოლ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (17.12.2008 წ), ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნ. ბიუროს რადიაციის ექსპერტი. აქტიურად არის ჩართული ატომური ენერგიის საერთაშ. სააგენტოს (International Atomic Energy Agency) მიერ საქართველოში დასახული ამოცანების გადაჭრის საკითხებში, იყო ქიმ., ბიოლ., რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს თემატური სამუშაო ჯგუფის წევრი.