-
ავტორი
- კატეგორიები: ქართველოლოგი საპატიო დოქტორი
გრიციკი ლუდმილა (Грицик Людмила, 09. V. 1946), უნ-ტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, სამეცნ. ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, უკრაინელ ქართველოლოგს, ტარას შევჩენკოს სახ. კიევის სახელმწ. უნ-ტის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (09. 12. 2013).
გ. ლ.-მ ფილოლ. განათლება უკრაინისა (უკრაინული ენა და ლიტ-რა) და თბილ. (ქართ. ენა და ლიტ-რა) სახელმწ. უნ-ტებში მიიღო. სწავლობდა კიევის სახელმწ. უნ-ტის ასპირანტურაში (1970-1973). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ქართული მხატვრული პროზა თანამედროვე უკრაინულ თარგმანებში.“ იგი ამავე უნ-ტში ხელმძღვანელობს აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრას (1989-1993). სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „აღმოსავლეთის ლიტერატურა (შუა აზია, ამიერკავკასია) მეოცე საუკუნის დასაწყისის უკრაინულ ლიტერატურულ პროცესში: რეცეფციის პრობლემები“ (1992). მას მიენიჭა პროფესორის სტატუსი (1994), შემდეგ კი ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის კათედრის ხელმძღვანელია (2004).
გ. ლ.-მ ქართ. ენიდან უკრაინულ ენაზე თარგმნა გ. ფანჯიკიძის, პ. წულეისკირის, ლ. მრელაშვილის რომანები და მოთხრობები. ლიტ. და მთარგმნელობითი მოღვაწეობისათვის დაჯილდოებულია საქართვ. პრეზიდენტის „ღირსების ორდენით“ (2006). არის მ. ჯავახიშვილის პრემიის ლაურეატი.
გ. ლ. აღმოსავლეთმცოდნეობის სტუდენტ-ფილოლოგების სასწავლო პროგრამის („შორეული აღმოსავლეთის ლიტერატურა“) ავტორია. ეკუთვნის 200-ზე მეტი სამეცნ. სტატია. მისი ძირითდი შრომებია: „დასავლეთ-აღმოსავლეთი: თანამედროვე შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის განვითარების ძირითადი ტენდენციები: ანთოლოგია” (დონეცკი, 2012), “ლიტერატურული კომპარატივისტიკა” (ტერნოპოლი, 2002).