-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
გრიშაშვილი ინნა თეოდორის ასული
გრიშაშვილი ინნა თეოდორის ასული ( 5.VI.1949, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი ბირთვული ფიზიკის სპეციალობით (1972). მუშაობდა ბირთვული ფიზიკის კათედრაზე კოსმოსური სხივების ლაბორ. მეცნ. თანამშრომლის თანამდებობაზე (1969-2006). მრავალი წლების მანძილზე იყო გამოსაშვები სტუდენტების სადიპლომო ნამუშევრების მეცნ. ხელმძღვ. - მაღალი ენერგიის ელემეტარული ნაწილაკების ფიზიკაში. არის ავტორი და თანაავტორი 15 ზე მეტი სამეცნ. შრომის ელემეტარული ნაწილაკების ფიზიკაში. შრომები გამოცემულია როგორც ადგილობრივ ისე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში. მონაწილეობას იღებდა საერთაშ. და რესპებლიკურ სამეცნ. კონფერენციებში.