გრიგოლია რეზო (რევაზ) შოთას ძე
გრიგოლია რეზო (რევაზ) შოთას ძე

გრიგოლია რეზო (რევაზ) შოთას ძე  (22.VII.1947 სენაკი -19.VIII.2025, თბილისი), ლოგიკოსი, მათემატიკოსი. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (2006). წარჩინებით დაამთავრა: თსუ-ის კიბერნ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი სპეციალობით „კიბერნეტიკა“,  ასპირანტურა მათ. ლოგიკის და ალგებრის სპეციალობით (1970-1973). მოსკოვის სახელმწ. პედ. უნ-ტში გახდა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1976). იყო: საქართვ.  მეცნ. აკად. კიბერნ. ინ-ტში სხვადასხვა პერიოდში იყო მეცნიერი თანამშრომელი, სწავლული მდივანი (1973-2008), უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში. საქართვ. ტექნ. უნ-ტის კიბერნ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს თავ-რე, მათ. კიბერნ. განყ-ების მთ. მეცნიერი თანამშრომელი (2009-2025), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-2025), ნეაპოლის და სალერნოს (იტალია) უნ-ტების მიწვეული პროფესორი  (1994, 1997, 2005), ალგებრული ლოგიკის  სპეციალისტი. მისი კვლევის სფეროებია:  მათ. ლოგიკა, ალგებრულ ლოგიკა, მოდალური და ტემპორალური ლოგიკა, მრავალნიშნა ლოგიკა, ფაზილოგიკა. მან გადაჭრა n-ნიშნა ლუკასევიჩის ლოგიკების და მათი შესაბამისი ალგებრული მოდელების – MVn ალგებრების  აქსიომატიზაციის ამოცანა, არის მრავალნიშნა და მონადიკური მრავალნიშნა ალგებრების მრავალსახეობებში თავისუფალი და პროექციული  ალგებრების, ასევე ამ მრავალსახეობებში უნიფიკაციის პრობლემების კვლევებთან დაკავშირებული მრავალი ნაშრომის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მრავალნიშნა ლოგიკის სხვადასხვა ვარიანტების გამოყენებით იმუნური სისტემების ფრაგმენტების თეორიული მოდელები. მას გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნ. ნაშრომი, ორი მონოგრაფია თანაავტორებთან: პროფ. : ა. დინოლასა და ე. ტურუნენთან ეთად. იყო სიმბოლური ლოგიკის ასოციაციის წევრი, აშშ  მათ. საზ-ების წევრი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მონაწილეობა აქვს მიღებული ათობით საერთაშ. სამეცნ. ფორუმში.

თხზ.:  Grigolia, R. (1977). Algebraic analysis of Lukasiewicz-Tarski n-valued logical systems, Selected papers on Lukasiewicz Sentential Calculi, Wroclaw, p. 81-91; Grigolia, R. (1987). Свободные алгебры неклассических логик: Монография, Tb., Metsniereba; Grigolia, R. (2016). “Fuzzy Logic of Quasi-Truth: An Algebraic Treatment”.