-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი
გრიგოლია მზია პეტრეს ასული (15.V. 1939, ოზურგეთი - 19.IV.2023, თბილისი). მათემატიკოსი, თსუ-ის_ დოცენტი, ფიზ.-მათ. მეცნ. კადიდატი (1977). დაამთავრა: სამტრედიის რუსული საშ. სკოლა ოქროს მედალზე (1957), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (1962), ასპირანტურა (1965). იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1965-1971), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლეებების კათედრის ასისტენტი (1971-1974), უფრ. მასწავლებელი (1974-1982), დოცენტი (1982-2006). მისი სამეცნ. ინტერესების სფერო იყო საწყისი და სასაზღვრო ამოცანები ჰიპერბოლური ტიპის დიფერენციალური განტოლებებისათის. ჰიპერბოლური ტიპის კერძოწარმოებულებიან არაწრფივ განტოლებათა სისტემებისათვის მის მიერ დადგენილია გურსას ამოცანის ამოხსნადობის, ცალსახად ამოხსნადობის და კორექტულობის საკმარისი პირობები. ამონახსნის ერთადერთობის დარღვევის შემთხვევაში გამოკვლეულია ამონახსნთა სიმრავლის სტრუქტურა. არის 17 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
თხზ.: Григолия, Мзия. (1982). О видоизмененной характеристической задаче для гиперболических систем сингулярностями. Дифференциальные уравнения, N 186, c. 1005-1014. Григолия, Мзия. (1985). Об одном обобщении характеристической задачи для гиперболических систем. Дифференциальные уравнения, N 21, 4, с. 678-686. Grigolia, M. (2005). On the solvability and well-posedeness of initial problems for higher order nonlinear hyperbolic equations. Mem. Differential Equations Math. Phys. N 35, p. 37-54.