გრიგოლია გურამი ლუარსაბის ძე
გრიგოლია გურამი ლუარსაბის ძე

გრიგოლია გურამ ლუარსაბის ძე (13.V.1938, თბილ.), ჰიდროლოგი, ჰიდროენერგეტიკოსი, ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1993). დაამთავრა საქართვ. პოლიტექნ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით (1961). გაიარა ასპირანტურის კურსი საქართვ. ენერგეტიკის ინ-ტში (1964-1967). მუშაობდა „თბილჰიდროპროექტში“ ინჟინრად (1961-1964), მეცნიერ-თანამშრომლად (1968-1972), შემდეგ თსუ-ის ხმელეთის ჰიდროლ. და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე დოცენტად (1972-1993), პროფესორად (1993-დან) და კათედრის გამგე (1997-2006). იყო სხვადასხვა სახელშეკრულებო თემის ხელმძღვ. (1974-1991). შეთავსებით მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტში კატასტროფულ მოვლენათა სექტორის გამგედ (2000-დან) და წამყვან მეცნ.-თანამშრომლად (2009-დან). იყო გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტი (2000-დან). გ. გ.-მ დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მონტე-კარლოს მეთოდით ჰიდროლოგიური რიგების სტატისტიკური მოდელირების საკითხები წყალსამეურნეო ანგარიშებისათვის“ (1972), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მდინარის ჩამონადენის პროცესის აღწერის და მოდელირების სტატისტიკური მეთოდების ანალიზი და სრულყოფა” (1993). გ. გ. ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სამეცნ. კონფერენციებს. მისი ხელმძღვანელობით სტუდენტები იკავებდენ I-II ადგილებს რესპუბლიკურ კონფერენციებზე (2003-2004), ერთი სტუდენტი კი სოროსის პრემიის ლაურეატიც გახდა (2004). იგი ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომებსა და ვროცლავის აგრარულ უნ-ტთან ერთად ორგანიზებულ სტუდენტთა ერთობლივ პრაქტიკებს (1988, 1995). გ. გ.-ს გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მისი ნაშრომები უმთავრესად ეძღვნება მდინარის ჩამონადენის პროცესის მათემატიკურ აღწერასა და მოდელირებას, გლობალური დათბობის ზეგავლენას კლიმატზე.  მას მჭიდრო კავშირები ჰქონდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან (გლაზგოს, ედინბურგის, დელფტის, აიოვას, ვროცლავის უნივერსიტეტებთან), რომელთა თანამშრომლები თბილისში ატარებდნენ სემინარებს წყლის რესურსების სამაგისტრო პროგრამების თაობაზე. გ. გ.-მ ხელი შეუწყო კომპიუტერების გამოყენებას კათედრაზე და სტუდენტთა აქტიურ ჩართვას ამ მიმართულებით. იყო თსუ-ის გეოგრ-გეოლ. ფაკ-ტის  სამეცნ. ხარისხის დაცვის საბჭოს წევრი. გ. გ. იყო ადგილ. და საერთაშ. პროექტების ხელმძღვ. ან მონაწილე, მათ შორის УНЦТ-ს პროექტი (უკრაინის სამეცნ. და ტექნოლ. ცენტრი, 2005-2006), რ-იც ორიენტირებული იყო კატასტროფული წყალდიბობების რისკების მინიმიზაციაზე. იყო ჰიდროლოგთა IV და V საკავ. ყრილობების და საერთაშ. კონფერენციების მონაწილე, ერევნის საერთაშ. კონფერენციის საორგანზციო კომიტეტის წევრი (2003). მონაწილეობდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხილვაში და შეიმუშავა ნავთობსადენების საიმედოობის გაზრდის მეთოდი მდინარეთა გადაკვეთებზე (ბრიტიშ პეტროიუმის ნორმატიული საანგარიშო ხარჯის შეცვლისა და გაზრდის ხარჯზე). გ. გ.-ის მიერ დანერგილი პროგნოსტული მოდელი დანერგილია ჰიდრომეტეოროლოგიურ ინ-ტში პროგნოზირების განყოფილებაში (2003-დან). გ. გ. ამავდროულად იყო თსუ-ის მაგიდის ჩოგბურთის სექციის ხელმძღვ. და ნაკრები გუნდის მწვრთნელი – მოწვეული მასწავლებელი (1963-1973). გ. გ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001, ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტ.), ვროცლავის აგრარული უნ-ტის საპატიო მედლით.

თხზ.: გრიგოლია, გ. (1970). მონტე-კარლოს მეთოდით ჰიდროლოგიური რიგების მოდელირების შედეგებზე შემთხვევითი რიცხვების გავლენის შესახებ. საქართვ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე N1. თბ., ტომი 60, გვ.169-172; Алавердашвили М. Ш., Григолия Г. Л., Квирквелия Б. Д. и др. (1981). Гидрология реки Бзыбь: (Инженерно-геологическое описание, сток воды и наносов), Под ред. Г. Г. Сванидзе, Тб.: Изд-во Тбил ун-та; გრიგოლია, გ. (2011). გლობალური დათბობის ფონზე მდ. ნატანების დატბორვის ზონების ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების სტატისტიკური შეფასება. ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები: ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტის შრომათა კრებული, საქართვ. ტექ. უნ-ტი. თბ., ტომი 116, გვ. 34-36, ISSN: 1512-0902; გრიგოლია, გ. (2019). მდინარე მტკვარზე (მინაძე) მინიმალური დონეებისა და ხარჯების ცვალებადობის დინამიკა. ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტის შრომები, საქართვ. ტექ. უნ-ტი. თბ., ტომი 125. ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები, გვ. 5-8, ISSN: 1512-0902; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 90-91, ISBN 9992806982.