გრიგალაშვილი ზიგფრიდ შალვას ძე
გრიგალაშვილი ზიგფრიდ შალვას ძე

გრიგალაშვილი ზიგფრიდ შალვას ძე (15.VI.1942, მცხეთა), ეკონომისტი, სპორტსმენი (ნიჩბოსნობა); დაამთავრა თსუ-ის ეკონ.  ფაკ-ტი  ვაჭრობის ეკონ.  სპეციალობით (1960-1965). გ. ზ. მუშაობდა  ლაბორანტად; ასისტენტად.   დაამთავრა ასპირანტურა (1969). გ. ზ.-მ. დაიცვა საკანდიდატო (1971) და სადოქტორო დისერტაცია (1990 ); მიენიჭა დოქტორის სამეცნ. ხარისხი, შემდგომ პროფესორი (1991); იყო საბჭ. კავშირის სპორტის ოსტატი (1963). იგი თსუ-ში კითხულობდა ლექციებს ვაჭრობის ეკონ. და საზ. კვების ეკონომიკაში (1969-დან).  მისი შრომები ეხება ვაჭრობის ეკონომიკის, ფინანს. და მარკეტინგის საკითხებს; იყო საქართვ. სამგზის ჩემპიონი (1959, 1961, 1962) და საკავშ. პრიზიორი (1964) ნიჩბოსნობაში.

თხზ.: გრიგალაშვილი, ზ. (1978). საქართველოს ვაჭრობის საბრუნავი საშუალებები და მათი ეფექტიანი გამოყენების გზები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გრიგალაშვილი, ზ. (1987). სტუდენტთა ინდივიდუალური მუშაობა საზოგადოებრივი კვების ეკონომიკის კურსის შესწავლისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გრიგალაშვილი, ზ. (1988). საქონელბრუნვის განვითარება და მოსახლეობის თავისუფალი დროის სოციალური ასპექტები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გრიგალაშვილი, ზ. (1994). ბაზარი: პრობლემები, თვალსაზრისი. თბ.; გრიგალაშვილი, ზ. (1999). მარკეტინგი: სახელმძღვანელო. თბ., ISBN: 9992800321.
ლიტ.: გრიგალაშვილი ზიგფრიდ შალვას ძე. საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2. თბ., 2012, გვ. 150.