-
ავტორი
- კატეგორიები: უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი ექიმი
გრძელიშვილი იაკობ ზაქარიას ძე
გრძელიშვილი იაკობ ზაქარიას ძე (1874, თბილისი - 1935), საზ. მოღვაწე, თერაპევტი. დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი (1899). მოღვაწეობდა თბილისში და ეწეოდა როგორც სამედ., ისე აქტიურ საზ. საქმიანობას. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი (1917); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); თბილ. პოლიკლინიკის ექიმი (1921-დან).
წყარო: საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი; ,,წერა კითხვის გამავრცეწლებელი საზოგადოების” ფონდი; თსუ-ის ფონდი -471-1-16, გვ. 2ა.