გოზალიშვილი დენიზა
გოზალიშვილი დენიზა

გოზალიშვილი დენიზა (01.IX. 1919, თბილისი-29.I. 1998), ქართვ. ისტორიკოსი,  პედაგოგი,  სპორტსმენი, მთამსვლელი.  საქართვ. ფიზკულტ. და სპორტის დამს.  მუშაკი (1981), საქართვ. დამს. მწვრთნელი (1981). გ. დ.-მ  დაამთავრა თსუ-ის ისტ.  ფაკ-ტი, ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით (1940).  მუშაობდა: საქართვ. ისტ. მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (1941-1947),  მეთოდისტად, განათლების სამინისტროს ბავშვთა საექსკურსიო-ტურისტულ სადგურში (1951).  თბილ. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგ-მეთოდისტად (1953). გ. დ. მთამსვლელობითა და ლაშქრობებით ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაინტერესდა. ის აქტიურად იყო ჩაბმული თსუ-ის სტუნდენტურ ალპინიადაში (1939-1940). წლების განმავლობაში იყო: საქართვ. მთამსვლელთა ფედერ. პასუხისმგებელ მდივნი  (1963-1990 ), ალექსანდრე ჯაფარიძის სახ. საქართვ. ალპიურ კლუბში სასწ. ნაწილის უფრ. (1966 წელს) და ასევე პარალელურად მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა რესპ. სასახლეში. სწორედ გ. დ იყო პირველი ასვლების მონაწილე ჭაუხების მასივში, მწვერვალ „ვაჟა-ფშველაზე“; ზამთარში მყინვარწვერზე, ორწვერზე, მაილზე და სხვა. იგი იყო უშუალო ხელმძღვ. მრავალდღიანი ტურისტული ლაშქრობებისა კავკასიონის რიგ უღელტეხილებზე: მამისონი, ზეკარი, გუდამაყარი და სხვა. ასევე საყურადღებოა მისი  ხელმძღვ. ლაქშრობები: ყუროზე, ტერსკოლის პიკზე, იალბუზის ფერდობზე და თრუსოს ხეობაში (1969). გ. დ. -ის  უშუალო ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში ტარდებოდა პოპულარული საერთაშ. ფოტო-კინო კონკურსი „მთები და ადამიანები“, ბავშვთა ნახატების კონკურსი „ჩემი მთები“. მისი ინიციატივით და ხელმძღ. პირველად საბჭ. კავშირში შეიქმნა მთამსვლელთა მუზეუმი თბილ. და ყაზბეგში.  გ. დ -ს გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი ქართ. ენციკლოპედიაში, საკ. და ქართ. პრესაში. იყო საკ. კატეგორიის მსაჯი კლდეზე ცოცვაში (1979), მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

თხზ.: გოზალიშვილი, დ. (1966). მცხეთა: საკვირაო ტურისტული გასვლების მეგზური, თბ., საქ. ტურიზმის რესპ. საბჭო; გოზალიშვილი, დ. (1980). მთის ბილიკებით: ტურისტული ლაშქრობანი საქართველოს მთიანეთში, თბ., ნაკადული; გოზალიშვილი, დ. (1983). მთის მგოსანი: იგორ კაზალიკაშვილის შემოქმედება. თბ., საბჭ. საქართველო; გოზალიშვილი, დ. (1987). იალბუზი. თბ., საბჭ. საქართველო; გოზალიშვილი, დ. ჯოკია: ეძღვნება გამოჩენილ მთამსვლელს დიმიტრი (ჯოკია) სერაპიონის ძე გუგავას, თბ., ატლანტი.

ლიტ.: გოზალიშვილი დენიზა. ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. (2003). გვ. 87.