-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სეისმოლოგი
გოცაძე ოთარ დავითის ძე
გოცაძე ოთარ დავითის ძე (7.VII.1929, ს. ბიღა. ჭიათურის რაიონი - 12.III.1993, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზ.–მათ. ფაკ-ტი (1951). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტში (1951-დან); გარდაცვალებამე იყო რეგიონალური სეისმოლოგიის განყ-ების გამგე (1973-დან); დიდი წვლილი მიუძღვის საქართვ. სეისმური სადგურების ქსელის ეფექტიანობის დადგენასა და განსაკუთრებით სეისმური ობსერვატორიის "თბილისის" დაარსებაში (1976); მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა კავკასიის მიწისძვრათა საინფორმაციო–საძიებო კომპიუტერული სისტემა და საქართვ. ტერიტორიული სეისმური დარაიონების ნორმატიული რუკა; მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები; გეოფიზიკოსი, ფიზ.–მათ. მეცნ. დოქტორი (1985).
თხზ.:გოცაძე, ო. (1992). რა უნდა ვიცოდეთ მიწისძვრის შესახებ. თბ., გამომც. მეცნიერება.