გოშაძე გივი გიორგის ძე
გოშაძე გივი გიორგის ძე

გოშაძე გივი გიორგის ძე (01.VI. 1928, ხონი-05. I. 2004, ონის რაიონი). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1947-1952); მოსკ. საფინანსო ინ-ტის ასპირანტურა დაუსწრებლად ( 1953-1954);  თსუ-ის ასპირანტურა (1955-1957); დაიცვა საკანდიდატო  დისერტაცია (1959); სადოქტორო  დისერტაცია ( 1971);  მიენიჭა პროფესორის წოდება (1973). იყო საქართვ. საფინანსო აკადემიის ნამდვ.  წევრი, საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის  პრემიის ლაურეატი (1982).  მუშაობდა გამომც.  „საბჭოთა საქართველოს“  სამრეწვ.-ტექ. ლიტერატურის რედაქციის  გამგედ (1960-1967), საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის პოლიტეკონომიის  კათედრის  დოცენტი,  კათედრის  გამგე (1980-1992), თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის პოლიტეკონომიის კათედრის პროფესორი (1992 -2004). დაჯილდოებულია ივანე  ჯავახიშვილის  საიუბილეო  მედლით (1976) და  ღირსების  ორდენით ( 1998).   მისი სამეცნ. შრომები ეხება ეკონ. თეორიისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ეკონომიკის საკითხებს.

თხზ.: გოშაძე, გ. (თანაავტორი). (1975). პოლიტეკონომიის სახელმძღვანელო. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გოშაძე, გ. (1962). მანქანებისა და მოწყობილობების საისტორიო ხანგრძლივობა. უნ-ტის გამ-ბა.