გოროშიძე გიორგი ალექსანდრეს ძე (06.II.1950, თბილისი), ფიზიკოსი (არასრული განათლება), ფსიქოლოგი, ეკონომისტი, გრაფიკოსი, თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტის თანამშრომელი (1975-დან), დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტის ფსიქოლ. სპეციალობა (1974) და თსუ-ის „სპეცფაკულტეტი“ - ბიზნესის უმაღლ. სკოლა (1993), ფსიქოლ. მეცნ. კანდიდატი (1982), დაიცვა დისერტაცია განწყობისა და პიროვნების ადაპტაციის თემაზე: „Установка и адаптация личности в творческом труде“. თსუ-ის დოცენტი (1985-2005), ფსიქოლ. დოქტორი (2005), თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1996-2005), თსუ-ის მეთოდსაბჭოს წევრი (1997-2005), თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2014), საქართვ. ეკონ. და სამართ. ინ-ტის ასოცირებული პროფესორი (2009). გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნ. სტატია, მათ შორის: „ორგანიზაციული ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასპექტები და ქართულ კულტურაში ორგანიზაციული ქცევის ეფექტიანი მოდელის ფორმირება“ (ინტერნეტ-აკადემია № 2, 2012); „ქართული ორგანიზაციული კულტურის განვითარების ფსიქოლოგიური ფაქტორები“ (ინტერნეტ-აკადემია, № 2, 2012); „შრომით განწყობათა პრიორიტეტული როლი ორგანიზაციის ეფექტიან მართვაში“ (“საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე” №1, 2013); „ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი მოდელის ფორმირება“ (ინტერნეტ-აკადემია, №2, 2015); „მართვის სტილი და შრომითი კმაყოფილება ქართულ ორგანიზაციულ კულტურაში“ (ინტერნეტ-აკადემია, №2, 2015); „საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზაციული კლიმატი და აკადემიური კადრების მიმართ დამოკიდებულების ოპტიმიზების გზები (აკადემიური თანამდებობის დაკავების პრინციპები და პროცედურები)“ (განათლების მეცნიერებანი და ფსიქოლოგია, №3, 2018); „ადამიანური რესურსების შეფასების და მართვის მოდელები განათლების სისტემაში (ორგანიზაციული ქცევა განათლებაში)“ (განათლების მეცნიერებანი და ფსიქოლოგია № 3, 2019); „მორალური ინტელექტი როგორც ადამიანის სუბიექტური კეთილდღეობის საფუძველი“ (განათლების მეცნიერებანი და ფსიქოლოგია, №3, 2022); „იერარქიული ტრიადა: მორალი, სამართალი, კანონი აკადემიური პერსონალის მართვაში” (განათლების მეცნიერებანი და ფსიქოლოგია, 4(69), 2023); „აკადემიური პერსონალის მართვის ხარვეზების კორექტირება უმაღლესი განათლების სისტემაში“ (განათლების მეცნიერებანი და ფსიქოლოგია, №1, 2024); „პიროვნების იერარქიული სტრუქტურა და გამოყენება პრექტიკაში“ (ქართველი მეცნიერები, ტ.6, № 3, 2024); “აკადემიური პერსონალის მართვის ხარვეზების კორექტირება უმაღლესი განათლების სისტემაში” (განათლების მეცნიერებანი და ფსიქოლოგია, 1(70), 2024).