-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოფიზიკოსი
გორგოშიძე მაია (10.XI.1965, თბილ.), ბიოფიზიკოსი, მეცნ. დოქტორი. დაამთავრა კომაროვის სახ. თბილ. ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი (1983); სწავლობდა თსუ–ის ფიზიკის ფაკ–ტზე და დაამთავრა ბიოფიზიკის სპეციალობით (1983–1988); ასპირანტურა გაიარა რუსეთის მეცნ. აკადემიის ენგელჰარდტის სახ. მოლეკულური ბიოლოგიის ინ–ტში (მოსკოვი, 1988-1992), მეცნ. დოქტორის ხარისხი მიენიჭა მოლეკულურ ბიოლოგიაში (1992); სწავლობდა თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწ. უნ–ტის თარჯიმან-სინქრონისტის მოსამზადებელი უმაღლეს კურსებზე, არის დიპლომირებული თარჯიმანი და დიპლომირებული სპეციალისტი (1997-1999); მუშაობდა ადმინისტრატორის თანაშემწედ/პედაგოგად ორგანიზაციაში IATP/IREX in Georgia (2003-2005); მუშაობს ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტში: საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ–ტში მეცნიერ თანამშრომლად (1992-2006), ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ–ტის ბიოლოგიური სისტემების განყ–ებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად (2006-2010), თსუ–ის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ–ტის ბიოლოგიური სისტემის განყ–ებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად (2010–დან). არის 50-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციისა და 2 საერთაშ. პატენტის ავტორი, მიღებული აქვს ჯილდო ინტერპერიოდიკაში გამოქვეყნებული საუკეთესო პუბლიკაციისთვის (2000).