-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი აკადემიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გორგილაძე ლეონიდე ერემიას ძე (05.IX.1914, თბილ. – 22. IX.1989), ისტორიკოსი, საქ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1983 -1989), საქ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1974). ისტ. მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1960). საქ. სსრ-ის მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1964). დაამთავრა თბილ. ა. პუშკინის სახ. პედაგოგიური ინ-ტი (1933). იყო თსუ-ის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე (1946–1964), მეცნ. კომუნიზმის კათედრის გამგე (1964), თსუ-ის პრორექტორი (1962–1966). გ.ლ.-ს სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებები მოიცავდა მეცნ. კომუნიზმის ისტორიისა და თეორიის საკითხებს, აგრეთვე საზ.-პოლიტ. აზროვნების ისტორიის პრობლემებს.
თხზ.: გორგილაძე, ლ. (1951). მარქსიზმის ისტორიისათვის საქართველოში. თბ., სახელგამი; გორგილაძე, ლ. (1961). ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან : მარქსიზმის გავრცელება საქართველოში. - თბ., უნ-ტის გამ-ბა; გორგილაძე, ლ. (1963). იდეოლოგიური ბრძოლის ისტორიიდან საქართველოში. XX საუკუნის პირველი მეოთხედი : ნარკვევები. - თბ., საბჭ. საქართვ.; გორგილაძე, ლ. (1975). მეცნიერული სოციალიზმის სათავეებთან საქართველოში : ნარკვევი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გორგილაძე, ლ. (1976). საზოგადოებრივი მეცნიერება განვითარებულ სოციალისტურ საზოგადოებაში. თბ., საქ. სსრ საზ-ბა ცოდნა.