გორგანელი  ვახტანგ პეტრეს ძე
გორგანელი ვახტანგ პეტრეს ძე

გორგანელი  ვახტანგ პეტრეს ძე ( 25. II. 1921, თბილისი-04.V. 1996), პოეტი. II მსოფლიო ომის მონაწილე. გ. ვ.- მ  დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი  (1948). ეწეოდა ლიტ. მოღვაწეობას (1944). ავტორია წიგნების:  „სიცოცხლის ტალღები“  (1947 ),  პოეტური კრებ. „გზა მთებში“ (1956), „მთელი გულით“ (1959), „გზები და მწვერვალები“ (1965), „ცეცხლი და ყვავილი“ (1969), „ლექსები“, „პოემა“ (1973), „ნახტომი იტალიის მთებიდან“ (1974), „ყაყაჩოები არაგვის პირას“ (1976) და სხვ. გ. ვ.  ავტორია აგრეთვე საბავშვო ლექსების. მისი ლექსები ნათარგმნია უცხო ენებზე.

თხზ.: გორგანელი ვ. (1948). მალხაზები : უმცროსი ასაკისათვის. თბ., საბლიტგამი.

ლიტ.: თითმერია, ჯ. (1978). გორგანელი  ვახტანგ პეტრეს ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, 1978, გვ. 222; გორგანელი  ვახტანგ პეტრეს ძე. საქართველო: ენციკლოპედია, ტ.2, 2012, გვ. 100; ელერდაშვილი ალ. (2021).  ვახტანგ გორგანელი. ქართველი პოეტები : ენციკლოპედია. თბ., 2021, გვ.94.