გორგაძე ზაზა
გორგაძე ზაზა

გორგაძე ზაზა გიორგის ძე (14.V.1949), მათემატიკოსი. დაამთავრა თსუ–ის გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი(1971). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (PhD, 1978), დოცენტი (1978). გაიარა სამეცნ. სატაჟირება (postdoctoralinternship) კემბრიჯის უნ–ტში (Cambridge UK, DPMMS, 1980-81), არის ამერიკის მათ. საზ-ბის წევრი (AMS, 1972). იყო თსუ–ის კიბერნ. პრობლემური ლაბორატ. მეცნ. თანამშრომელი და თსუ–ის შემთხვევით პროცესთა თეორიის კათედრის დოცენტი (1994-2014). მისი ინტერესების სფეროშია ანალიზისა და ალბათობათა თეორიის აქტუალური საკითხები. მუშაობდა საქართვ. მრეწველობაში (1994-2014): ბრიტანულ კომპანიათა ჯგუფის JKX Oil&Gas საქართველოში წარმომადგენლისა და კანადურ-ბრიტანულ კომპანიათა ჯგუფის CanArgoLtd საქართველოში წარმომადგენლისა და კომერციული დირექტორის თანამდებობებზე (CountryManager, CommercialDirector). მონაწილეა პროდუქციის წილობრივი განაწილების რვა ხელშეკრულების მომზადებისა და დანერგვა მოქმედების. იყო ქართ. ენციკლოპედიის მათ., ასტრონომიის, ფიზ. და ქიმიის განყ-ბის უფროსი რედაქტორი (2014-2024). მუშაობდა ტექნ. უნ-ტის ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომლად (2020-2025). ინტერესების სფერო მოიცავს აგრეთვე ისტორიოგრაფიისა და კულტუროლოგიის ფუნდამენტურ საკითხებს. ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორია. გამოქვეყნებული და გამოსაქვეყნებლად მომზადებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი.