გორდეზიანი რისმაგ ბენოს ძე
გორდეზიანი რისმაგ ბენოს ძე

გორდეზიანი რისმაგ ბენოს ძე (09.VI.1940, თბილისი - 13.VIII.2025, თბილ. საბურთალოს პანთეონი), მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1963); ასპირანტურა (1963-1966). დაიცვა ფილოლ. მეცნ. საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ილიადის" ხომალდთა კატალოგი"-ისტორიულ-ფილოლოგიური ანალიზი“ (1966) და ფილოლ. მეცნ. სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ჰომეროსის ეპოსის ერთიანობისა და ფორმირების პრობლემა“ (1974). იყო: თსუ-ის ასისტენტი (1967-1968); კლასიკური ფილოლ. კათედრის დოცენტი (1967-1976); პროფ. (1976-2006); ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორ. ხელმძღვ. (1982-2006); კლასიკური ფილოლ. კათედრის გამგე (1989-2006); პრორექტორი (1993-2006); კლასიკური ფილოლ., ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინ-ტის დირექტორი (1997-დან); სრული პროფ. (2006-დან). ავტორია 150-მდე სამეცნ. ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნისა. იყო: საქართვ. მეცნ. ეროვ. აკად. წ-კორ. (1988) და აკად.; საბერძნეთის მწერალთა კავშირის წევრი (2007-დან); საბერძნეთის არქეოლ. საზ-ების საპატიო წევრი. დაჯილდოებულია: თსუ-ის პირველი სამეცნ. პრემიით; ღირსების ორდენით (2003); საბერძნეთის ღირსების ორდენით (2008). იყო: თბილისის საპატიო მოქალაქე (2021); ლაურეატი საკავშირო კომკავშირის პრემიისა და საქართვ. კომკავშირის პრემიისა მეცნ. და ტექ. დარგში.

თხზ.: გორდეზიანი, რ. (1985). წინაბერძნული და ქართველური. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გორდეზიანი, რ. (2001). ძველი და ახალი ბერძნული ენა: შედარებითი გრამატიკა. თბ., ლოგოსი, ISBN: 9992865768; გორდეზიანი, რ. (2002). ბერძნული ლიტერატურა. თბ., ლოგოსი, ISBN: 9992865881; გორდეზიანი, რ. (2005). მითების სიბრძნე: დამხმარე სახელმძღვანელო. თბ., ლოგოსი, ISBN: 9992865113; გორდეზიანი, რ. (2007). კლასიკური ფილოლოგიის შესავალი. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941401114; გორდეზიანი, რ. (2007). Mediterranea-Kartvelica = მედიტერანულ-ქართველური მიმართებები, ტ. 1, საწყისები. თბ., ლოგოსი, ISBN 9789994031825; გორდეზიანი, რ. (2007). Mediterranea-Kartvelica = მედიტერანულ-ქართველური მიმართებები, ტ. 2, წინაბერძნული. თბ., ლოგოსი, ISBN 9789994031825; გორდეზიანი, რ. (2007). Mediterranea-Kartvelica = მედიტერანულ-ქართველური მიმართებები, ტ. 3, ეტრუსკული. დასკვნითი კომენტარები. თბ., ლოგოსი, ISBN 9789994031825; გორდეზიანი, რ. (2008). Mediterranea-Kartvelica = მედიტერანულ-ქართველური მიმართებები, ტ. 4, რეზიუმე ინგლისურ ენაზე. შემოკლებით ციტირებული ლიტერატურა. ინდექსები Addenda et Corrigenda. თბ., ლოგოსი, ISBN 9789994031825; გორდეზიანი, რ. (2014). ბერძნული ლიტერატურა I ელინური ეპოქის ეპოსი, ლირიკა, დრამა. თბ., ლოგოსი, ISBN 9789941437618; გორდეზიანი, რ. (2019). ბერძნული ცივილიზაცია, ტ. 1, გმირთა ეპოქიდან არქაიკამდე. თბ., ბაკურ სულაკაური, ISBN 9789941303098; გორდეზიანი, რ. (2019). ბერძნული ცივილიზაცია, ტ. 2, კლასიკური ეპოქა. თბ., ბაკურ სულაკაური, ISBN 9789941303104; გორდეზიანი, რ. (2020). ბერძნული ცივილიზაცია, ტ. 3. თბ., ბაკურ სულაკაური, ISBN 9789941305832; გორდეზიანი, რ. (2025). რომაული ცივილიზაცია:[მონოგრაფია]. თბ., სულაკაური, ISBN 9789941377709.