-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
გორდეზიანი ნოდარ აკაკის ძე (30.V.1928, სოფ. ჭრებალო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი. დაამთავრა წულუკიძის სახ. პედ. ინ-ტი (1955-1961), შემდეგ ლენინგრადის უმაღლ. პარტიული სკოლა (1961-1965). მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: იყო თსუ-ის საინჟინრო ეკონომიურ ფაკ-ტზე ჯერ მასწავლებლად (1969-დან); შემდეგ უფრ. მასწავლებლად (1969-1974); აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: „საქართველოს მოსახლეობისთვის ფასიანი მომსახურების განვითარების ნიმუშები და მიმართულებები“ (1990) და მიენიჭა მეცნ. კანდ. წოდება; იყო მშენებლობისა და მომსახურების სფეროს ეკონ. და მართვის კათედრის დოცენტი (2001-დან). გ. ნ.-ს გამოცემული აქვს სალექციო კურსი ეკონომიკაში, სემინარული მეცადინეობების ჩატარების მეთოდები და თეზისები: „Агломерация дашкесанского железного концентрата крупного Дробления“ (Бюллетень научно-технической информации, 1961, N11); „Определение оптимальной высоты слоя агломерационной шихты при спекании высокоофлюсованного агломерата“ (Бюллетень научно-технической информации, 1961, N12); „К определению технических характеристик шлифовального круга“ (Труды Грузинский политехнический институт, 1961, N 4); „О решении динамических задач линейной теории упругих Смесей“ (Прикладная математика и информатика, 1996, т. 1, N1).
თხზ.: გორდეზიანი, ნ. (1983). ლექციების კურსი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების ეკონომიკაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა.