- კატეგორიები: ისტორიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
გორდეზიანი ლევან რისმაგის ძე (01.XI.1962, თბილისი), ისტორიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1984); ისტორიის მეცნ. დოქტორი, მისი სადისერტაციო თემაა "B-ხაზოვანი ტექსტების DO-E-RO ძველი სამყაროს სოციალური ისტორიის კონტექსტში" (1999); იყო თსუ-ის დოცენტი (1995) და პროფესორი (2001); თსუ-ის რექტორის მოადგილე (2005-2006) ძვ. მსოფლიოს ისტორიის კათედრის ხელმძღვ., პროფესორი (2006-2025); თსუ-ის მსოფლიო ისტორიის ინ-ტის ხელმძღვ. (2011-2014); თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი (2014-2018); საგანმან. პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი (2016-2019); ისტორიის უმაღლ. განათლების დარგობრივი საბჭოს თავ-რე (2021); საქართვ. ეროვნ. პრემიის კომისიის წევრი (2023-2024). გ. ლ. დაჯილდოებულია ღირსების მედლით (2023). იგი ავტორია ნაშრომებისა: „ანტიკური კავკასია“ (ტ.1-5, 2010-2023), „ურარტულ-ქართული ლექსიკონი“ (2014), „დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო: ენციკლოპედიური ცნობარი“ (2012).
თხზ.: გორდეზიანი, ლ. (1998). მიკენური საბერძნეთი B-ხაზოვანი ტექსტების შუქზე. ლოგოსი. ISBN 99928-65-34-2; გორდეზიანი, ლ. (1999). B-ხაზოვანი ტექსტების do-e-ro ძვ. მსოფლიოს სოც. ისტ. კონტექსტში. ლოგოსი. ISBN 99928-65-45-8; Gordeziani, L. (2002). Zur mykenischen Gesellschaftsordnung. Logos Kurzfassungen. Zweite verarbeitete und erweiterte Auflage. ISBN 99928-65-83-0; გორდეზიანი, ლ. (2007). თუკიდიდე. ისტორია. ადაპტირებული თარგმანი, წინასიტყვაობა და რუკები. ბაკურ სულაკაურის გამომც. ISBN 978-99940-63-81-9; გორდეზიანი, ლ. (2009. მე-2 გამოც. 2012). ძვ. ისტ. ნარკვევები. ლოგოსი. ISBN 978-9941-401-55-8, ISBN 978-9911-437-10-6; გორდეზიანი, ლ. (2014). თუკიდიდე, პერიკლეს სიტყვა დაცემულ გმირთა დაკრძალვაზე. წინასიტყვაობა, თარგმანი და კომენტარი. ლოგოსი. ISBN 978-9941-437-62-5.