-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორ ემერიტუსი
გორდეზიანი დავით გიორგის ძე (01.XII.1937 თბილისი – 18.III.2015), მათემატიკოსი, ფიზ.–მათ. მეცნ. დოქტორი (1982), თსუ-ის პროფესორი (1985). დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი, წარჩინებით (1956-1961), თსუ-ის ასპირანტურა, სადაც მისი ხელმძღვ. იყო აკად. შ. მიქელაძე (1961-1964). ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (სადისერტაციო საბჭოს თავ-რე აკად. ნ. მუსხელიშვილი) დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია გამოთვლით მათემატიკაში (1966). ის სხვადასხვა დროს მუშაობდა : ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (1964-1968); თსუ-ის სამეცნ.-კვლ. პრობლემურ ლაბორატორიაში, რომლის ბაზაზე იმავე წელს შეიქმნა გამოყენებითი მათ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი (1968-1970), ხელმძღვანელობდა ამ ინ-ტის რიცხვითი მეთოდების განყ-ებას (1970-2015), გადიოდა სტაჟირებას საფრანგეთში, პარიზის VI უნ-ტის რიცხვითი ანალიზის ლაბორ. და გრენობლის გამოყენებითი მათ. ინ-ტში, აკად. ჟ. ლ. ლიონსის ხელმძღვანელობით (1971-1972). მან მოსკოვის მ. ი. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით (სადისერტაციო საბჭოს თავ-რე. აკად. ა. ნ. ტიხონოვი, 1982). ის სხვადასხვა დროს იყო: თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. მუშაობის დარგში (1979-1985) და შემდეგ დირექტორი (1985-2006). იმავდროულად (1984-2006) თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის გამოთვლითი მათ. და ინფორმატიკის კათედრის გამგე, თსუ-ის სრული პროფესორი (2006-2009), ემერიტუს-პროფესორი (2009-2015), ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი, სოხუმის სახელმწ. უნ-ტის პროფესორი (1996-2006), და საქართვ. წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის მიწვეული პროფესორი (2008-2015). ის 200-მდე სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიის ავტორია, აქვს 4 გამოგონება. მან აღზარდა მრავალი მეცნიერი, რომელთაგან ზოგიერთი ნაყოფიერად მუშაობდა და ახლაც მუშაობს საქართვ. საზღვრებს გარეთ. გ. დ. იყო მრავალი სამეცნ. ფორუმის მონაწილე. იგი არაერთხელ იყო მიწვეული ლექციების წასაკითხად და ერთობლივი სამეცნ. მუშაობის ჩასატარებლად მსოფლიოს სხვადასხვა უნ-ტ-ში. მან მიიღო პრინციპული მნიშვნელობის მქონე შედეგები ეკონ. სასრულ-სხვაობიანი ალგორითმების აგებისა და კვლევისას, ი. ვეკუას გარსებისა და ფირფიტების თეორიის დაფუძნებისა და განვითარებისას, მათ. ფიზიკის არაწრფივი ამოცანების შესწავლისას, დიფერენციალური განტ-ებისათვის დასმული არაკლასიკური ამოცანების გამოკვლევისას. იყო კომპიუტერულ მეცნ. და სისტემების საერთაშ. აკად. ნამდვილი წევრი (1993), საქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1994) და მისი საპატიო პრეზიდენტი (2006), საქართვ. საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (2007). დაჯილდოებული იყო ივანე ჯავახიშვილის სახ. მედლით (1998, 2010) და საქართვ. ღირსების ორდენით (1998).