გორდაძე ნინო გიორგის ასული (01.III.1951, თბილისი - 13.I.2017), ექიმი, მკვლევარი. დაამთავრა თსსი-ის სამკურნალო ფაკ-ტი (1974); საქართვ. მეცნ. აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის ასპირანტურა (1974-1977); ამავე ინ-ტის ციტოლოგიის განყ-ბის ასპირანტი (1977-1980); ციტოლოგიის, ანდროლოგიის განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1985-2003); მედ. მეცნ. კანდიდატი (1985); დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:,, სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიული საშუალებების გავლენა გულის გამტარებელი სისტემის სპეციალიზებულ მიოციტებზე" (2002), მედ. მეცნ. დოქტორი (2003); ექსპერ. ანატომიის განყ-ბის გამგე (2003-2005); თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის კლინ. პათოლოგიის ლაბორ. გამგე (2005-2006); ტრანსლაციური ბიომედიცინის დეპარტ. უფრ. (2011-2017). არის 2 მონოგრაფიის თანაავტორი, 2 სახელმძღვანელოს და სამეცნ. ნაშრომების ავტორი.
თხზ.:გორდაძე, ნ. (1996). ჰისტოლოგია. სახელმძღვანელო. მე-2 ნაწილი. თბ.; გორდაძე, ნ. (2011). ჰისტოლოგია, სახელმძღვანელო. I და II ნაწილი. თბ., გეომედი; გორდაძე, ნ. (2011); იორეგულაციური მედიცინის საფუძვლები. თბ., ნატუროპათი, ISBN 9789941032875; Gordadze, N. (2011). Breast cancer in Georgia. LAP Lambert Academic Publishing, ISBN: 6209318819; გორდაძე, ნ. (თანაავტორი). (2016). ,,უდაბნოს თერმული წყლის ორგანიზმზე ზემოქმედების ზოგიერთი მორფოლოგიური თავისებურება" სამეცნ. სტრატეგიების საერთაშ. კრებ. ტ. 1, თბ.; გორდაძე, ნ. (თანაავტორი). (2016). ქედის რაიონის სოფელ ბალაძეების მინერალური წყლის ექსპერიმენტული კვლევა. სამეცნ. სტრატეგიების საერთაშ. კრებ. ტ. 1, თბ.