გონგაძე მერაბ აკაკის ძე
გონგაძე მერაბ აკაკის ძე

გონგაძე მერაბ აკაკის ძე (15.XI.1949), გეოგრაფი, გეომორფოლოგი, გეოგრაფიის დოქტორი (1986), თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1990), სოხუმის სახელმწ. უნ-ტის ასოციებული პროფესორი (2009). დაამთავრა თბილ. სახელმწ. უნ-ტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი გეომორფოლოგიის სპეციალობით (1974). უნ-ტის დამთავრებისთანავე განაწილებით დაიწყო მუშაობა საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში, გეომორფოლოგიის განყ-ში, ლაბორანტის თანამდებობაზე. მუშაობდა ამავე განყ-ის თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესების ჯგუფში, რ-საც ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მეცნ. კანდიდატი გ. ჩანგაშვილი (1976). ჯგუფთან ერთად იგი საველე დაკვირვებებს ატარებდა კახეთის მხარეში, ივრისა და არაგვის აუზები, მეწყრულ, ღვარცოფულ მოვლენებზე, ეროზიულ და დენუდაციურ პროცესებზე. ამ სამუშაოთა პარალელურად გ. მ. მუშაობდა სადისერტაციო თემაზე „საქართველოს ანთროპოგენური რელიეფი“, რ-იც შეირჩა განყ-ის გამგის, პროფ. ლ. მარუაშვილის რეკომენდაციით. რამდენადაც ამ მიმართულებით თითქმის არ მიმდინარეობდა სამეცნ. კვლევები საქართველოში, გ. მ.-ს მოუხდა რთული, სიძნელეებით სავსე გზის გაკვლევა, ნაშრომის პირველადი გეგმის შეცვლა და დახვეწა. ჟურნ. „მეცნიერება და ტექნიკაში“ გამოქვეყნდა გ. მ.-ს პირველი სამეცნ. სტატია „თბილისის რელიეფის ანთროპოგენური ცვლილებები“, რ-შიც გაანალიზებულია თბილისი რელიეფის ცვლილებები ადამიანის სამეურნეო ზემოქმედების შედეგად, ქალაქის არსებობის მანძილზე (1975). ამას მოყვა სამეცნ. ნაშრომები საქ. მეცნ. აკადემიის ჟურნ-ში „მოამბე“, გეოგრაფიის ინ-ტისა და საქართვ. გეოგრ. საზ. შრომებში, სხვადასხვა წლების კრებულებში, საკავშ. სამეცნ. ჟურნ. „Геоморфология“-ში. გ. მ.-მა გაიარა ერთწლიანი სამეცნ. სტაჟირება საკავშ. გეოგრაფიის ინ-ტის გეომორფოლოგიის განყ-ში. 1986 ბაქოში, აზერბ. მეცნ. აკადემიის გეოგრაფიის ინ-ტში (1981) გ. მ.-მა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „რელიეფის ანთროპოგენური ცვლილებები საქართველოში“, რ-იც ეხებოდა საქართვ. რელიეფში მიმდინარე ცვლილებებს ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ზეგავლენის შედეგად. გ. მ. დაინიშნა გეოგრაფიის ინ-ტის კახეთის სამეცნ.-სასწ. ცენტრის ხელმძღვანელად, სადაც მიმდინარეობს დაკვირვებები ამ მხარეში მიმდინარე ეგზოდინამიკურ პროცესებზე (2005). გამოკვლევათა შედეგები ასახულია სხვადასხვა სამეცნ. გამოცემათა მასალებში. შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდმა დააფინანსა გეოგრაფიის ინ-ტის ორი სამეცნ. პროექტი „თანამედროვე გეოეკოლოგიური მდგომარეობა კახეთში და მისი გაჯანსაღების გზები“ და „ქვემო ქართლის ბუნებრივ-ტურისტული პოტენციალი“ (2009). პირველ მათგანში გ. მ. მენეჯერი იყო, ხოლო მეორეში - პროექტის ხელმძღვ. გ. მ. კითხულობს ლექციებს სოხუმის სახელმწ. უნ-ტში ჯერ საქართვ. გეოგრაფიის კათ-ზე, ხოლო შემდეგ გეოგრაფიის მიმართულებაზე (1998-დან), ამჟამად ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. მიმართულების სტუდენტები ყოველ წელიწადს გადიან საველე-სასწ. პრაქტიკას კახეთში, გეოგრაფიის ინ-ტის კუთვნილ სამეცნ.-სასწ. ცენტრში. გ. მ.-ს გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნ. ნაშრომი, მონაწილეობს საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. კონფერენციებში და ფორუმებში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდო - ღირსების ორდენი (2013).

თხზ.: Gongadze, M. (თანაავტორი)., (2018). Geographical-cartometric analysis of the Khodashniskhevi riverbed transformation. Publisher Motherland, Tb., Proceedings of the Sokhumi University, Natural Sciences Series, Vol. XVI, p. 46-51; Gongadze , M. (2018). Assessment of the intensity of anthropogenic impact on the relief of Georgia. KSU Publishing House, Materials of the International Scientific Conference Modern Problems of Ecology, p. 7-13; Gongadze, M. (2018). Account of an intensity of anthropogenic influence on the relief of Georgia. Franz steiner verlag, Stutgart, National Atlas of Georgia, p. 43; Gongadze, M. (თანაავტორი). (2018). Hazard risk of debris/mudflow events in Georgia and methodological approaches for management. Springer, IAEG/AEG Annual Meeting Proceedings, San Francisco, California, Volume 5, pp. 153–160; Gongadze, M. (თანაავტორი). (2019). Perspectives of Racha ridge karst research. TSU Publishing House, Proceedings of the conference dedicated to the 100th anniversary of Prof. D. Ukleba: Current problems of geography, pp. 37-40; Gongadze, M. (თანაავტორი). (2020). Comparison of Different DEM Derived Landform Analysis (case of Kakheti, Georgia). Surveying Geology & Mining Ecology Management (SGEM). International Multidisciplinary Scientific GeoConference, SGEM; Vol. 20, Iss. 1.1, I-X. Sofia; Gongadze, M. (თანაავტორი). (2021. Terrain morphometry and soil erosion topographic factor (LS) in upper Alazani basin (Georgia) Annals of Agrarian Science, 19(2): pp.174-180.