გონაშვილი მაყვალა კარლოს ასული
გონაშვილი მაყვალა კარლოს ასული

გონაშვილი მაყვალა კარლოს ასული (01.III.1959, დედოფლისწყაროს რ-ნი, სოფ. არბოშიკი), დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1981). იყო სახელმწ. ტელევიზიის საბავშვო რედ. რედაქტორი (1977). დააფუძნა ახალგაზრდა მწერალთა ასოციაცია "გულანი" (1990). იყო ინგლისურენოვანი  საყმაწვილო გაზ. "Hallo baby" დამაარსებელი, რედ. და გამომც. (1995); ასოციაცია "გულანის" პრეზიდენტი (1989-დან). არის ჟურნ. "გრაალის" რედაქტორი (2009-დან). მისი პირველი ლექსები და მინიატიურები იბეჭდებოდა საყმაწვილო ჟურ.-გაზ. (1968). გამოსცა პოეტური კრებულები: "მე თქვენ მიყვარხართ" (1990); "სალოცავი ჩემი, საფიცარი ჩემი" (1994); "სახეები და სახელები" (1999); "ძახილი" (2001); "გუმბათებიდან მზის მადლი ჟონავს" (2003); "მზე შინა" (2010) და სხვ. არის საქართვ. მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (1998-დან), შემდეგ თავ-რე (2004-დან). არის: გალაკტიონ ტაბიძის (2005); ანა კალანდაძისა (2008) და ილია ჭავჭავაძის (2009) სახ. პრემიების ლაურეატი.

თხზ.: გონაშვილი, მ. (1985). ყაყაჩოების კოცონი:[ლექსები]. თბ., მერანი; გონაშვილი, მ. (1988). მზის ცრემლი:[ლექსები]. თბ., მერანი; გონაშვილი, მ. (2007). მართალს ვიტყვი:[პოეზია]. თბ., ეროვნული მწერლობა; გონაშვილი, მ. (2009). აქედანა და თქვენამდე : ლექსები, წერილები. თბ., "ეროვნული მწერლობის" გამ-ბა, ISBN: 9789941003578.