გონაძე ზვიად
გონაძე ზვიად

გონაძე ზვიად (6.V.1967, თბილ.), დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი (1989); Middle Tennessee State University ეკონომიკის მაგისტრის პროგრამა (1994); თსუ-ის მეცნ.-თანამშრომელი  (1989-1992);  საქართვ. მინისტრთა კაბინეტის, შემდგომში კი პრეზიდენტის კანცელარიის, საერთაშ. საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის უფრ., პრეზიდენტთან არსებული უცხ. ინვესტიციების(საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფრ. (1994-2000); სსიპ სოც. ინვესტიცების ფონდის აღმასრ. დირექტორი (2000-2004); კერძო სექტორი, ბიზნეს პროექტების ხელმძღვ. ვაზისა და ღვინის კომპანიების "ალექსანდრეულის", "Geovine Invest" და "Geovine International"-ის დირექტორი, საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფ "სამანის" დირექტორი (2004-2012); შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" დირექტორი (2012-2016); საქართვ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (2016-2018).