-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ლიტერატურათმცოდნე რუსთველოლოგი
გოლიაძე ოლეგ ლავრენტის ძე (13.XII.1939, ქ. ივანოვო, რფ – 1.XI.2018, ქ. თბილისი) ლიტერატურათმცოდნე, რუსთველოლოგი, ჰაგიოგრაფიის სპეციალისტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ქართ. ენისა და ლიტერატურის მიმართულება (1969). გააგრძელა მუშაობა ამავე უნ-ტის ძვ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე პროფესორ ლ. მენაბდის ხელმძღვანელობით. ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას თსუ-ში (1970-2003), კითხულობდა ლექციებს სამხატვრო აკადემიაში, სას. სემინარიაში. იკვლევდა ძვ. ქართ. მწერლობის, ჰაგიოგრაფიული ძეგლების, „ვეფხისტყაოსნის“ ლიტ. ეტიკეტის საკითხებს. არის ავტორი ქართ. და უცხოური ლიტერატურისადმი მიძღვნილი მრავალი წერილის და თარგმანისა. აქვს არაერთი პუბლიკაცია: „ვეფხისტყაოსნის“ ლიტერატურულ-თეორიული საკითხები“ (1998); „ძველი ქართული მწერლობის ლიტერატურული ეტიკეტისათვის“ (1998); „აღორძინების ხანის (XVI-XVIII 4.) ქართული მწერლობა“ (1999); „ევქარისტია და პურ-ღვინო“ (2001).
თხზ.: გოლიაძე, ო. (1983). ათონელ ჰაგიოგრაფთა შემოქმედების ზოგიერთი საკითხი. კრებ. ივირონი-1000. უნ–ტის გამ–ბა; გოლიაძე, ო. (1988). ამირანდარეჯანიანის ლიტერატურული ეტიკეტისათვის. კრიტიკა №1; გოლიაძე, ო. (1992). О литературном этикете в грузинской агиографии (V-XI вв.), Сб. стат. Грузинская и русская средневековые литературы. Тб., Изд. ТГУ; გოლიაძე, ო. (1996). ვეფხისტყაოსნის ლიტერატურული ეტიკეტისათვის. ბურჯი ეროვნებისა, №3(8).