-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გოქსაძე რობერტ შალვას ძე (8.III.1931, ბაღდათი-26.II.2016, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1953). მუშაობდა თბილ. ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნ.–კვლევით ინ-ტში ტექნოლ. პროცესების მათ. მოდელირების განყ-ბის გამგედ (1957-1964); ხელმძღვანელობდა იმავე განყ-ბას თბილ. მეტროლოგიის სამეცნ.–კვლევით ინ-ტში (1964-1975); იყო მიკროელექტრონიკის სამეცნ.–კვლევით ინ-ტში "მიონი" მათემატიკური მოდელირების ლაბ. გამგე; პარალელურად ლექციებს კითხულობდა საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში უმაღლ. მათემატიკისა და მიკროელექტრონიკის კათედრაზე (1975-1990); იყო მართვის სისტემების ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი (1997-დან); მისი კვლევის მიმართულებაა ტექნოლ. პროცესების მათემატიკური მოდელირება და ზოგადი ფარდობითობის თეორიის საკითხები; მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები; ტექნიკურ მეცნ. დოქტორი (1972). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. სახელმწ. პრემია (1986).