გოქსაძე ლილი სერგოს ასული (03.I.1935-2015), ენათმეცნიერი, თსუ-ის სრული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტის რომანულ-გერმ. ენებისა და ლიტერატურის განყ-ება (1957). თსსუ-ის ინგლ. ენის მასწავლებელი (1957-1959), თბილ. 55- საჯარო სკოლის ინგლ. ენის მასწავლებელი (1958-1959), თსუ-ის ინგლ. ფილოლოგიის კათედრის ასპირანტი (1959-1962), თსუ-ის ინგლ. ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი (1962-1969), ამავე კათედრის დოცენტი (1969-1990), პროფესორი (1990-დან), მოგვიანებით მიენიჭა პროფესორ-ემერიტუსის სტატუსი (2009). გ. ლ.-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. სტატია, 13 სახელმძღვანელო და მონოგრაფია – "ქართულ–ინგლისური ყოფითი თავისებურებები" (1977). გ. ლ. დაჯილდოვებულია საქართვ. სახელმწ. პრემია, მეცნ. და ტექნიკის დარგში (2002) და ივანე ჯავახიშვილის სახ. მედლით (2009).
თხზ. (გარდა სტატიაში ხსენებულისა): გოქსაძე, ლ. (1998). General english = ინგლისური ენის ზოგადი კურსი : დამწყებთათვი: I და II საფეხური. თბ., მარსი; გოქსაძე, ლ. (2000). ინგლისური ენის ზოგადი კურსი; მეხუთე საფეხური. თბ. უნ-ტის გამ-ბა; გოქსაძე, ლ. (2000). თანამედროვე ინგლისური გრამატიკის ზოგადი კურსი. თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992877715.