-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული მათემატიკოსი
გოკიელი ლევან პეტრეს ძე (3.XII. 1901 ქ. ქუთაისი -3. I. 1975 ქ.თბილ.) მათემატიკოსი და ლოგიკოსი, თსუ-ის პროფ. (1936), საქ. მეცნ აკად წ.-კორ. (1961), მეცნ. დამს. მოღვაწე (1944). ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1935). მუშაობდა: საქ. მეცნ. აკად. მათ. ინ-ტსა (1935-1948) და ფილოსოფიის ინ-ტში (1948-1953) . თსუ- ში იყო მათ. ანალიზის კათედის პროფ., მან დაარსა და ხელმძღვანელობდა, მათემატიკის დაფუძნებისა და ისტორიის კათედრას (1934 -1975). იყო საქართვ. მათ. საზ-ების პრეზიდენტი (1967-1970) და რამდენიმე საერთაშ. სამეცნ. ორგანიზაციის წევრი. მისი ძირითადი შრომები ეხება მათემატიკის ფილოსოფიურ და ლოგიკურ, მათემატიკის ისტორიის, აგრეთვე ლოგიკისა (დიალექტიკური ლოგიკა) და მისი ფილოსოფიის დაფუძნების საკითხებს. დიალექტიკური ლოგიკის ფილოსოფიური დაფუძნების საკითხი გ. ლ.-ს კვლევების ძირითად ამოცანას წარმოადგენდა. დასაბუთების საწყისის ძიება, უწანამძღვრო დასკვნების კვლევა, აღწერა და ჩამოყალიბება იყო მისი ნაშრომების შინაარსი. მან შეიმუშავა ე. წ. „ძირეული დასკვნების“ თეორია, რ-იც, მისი აზრით, საფუძვლად უნდა დაედოს ერთიან ლოგიკას; ამ თეორიის საფუძველზე მან ახსნა მათემატიკური და ლოგიკური პარადოქსები. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში.
თხზ.: გოკიელი, ლ. (1938). მათემატიკური ანალიზის შესავალი, სტალინის სახ. სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 254გვ.; Гокиели, Л. (1951). О понятии числа, Тбилиси: изд-во Академии наук Груз. ССР, 1951; გოკიელი, ლ. (1961). კამათი და მასში მონაწილეობა,: საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის გამომც-ბა.