-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოლოგი მცენარეთა ფიზიოლოგი
გოკიელი ელენე ვახტანგის ასული (23. XII. 1935, ქ. თბილისი), ბიოლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგი, მცენარეთა ანატომი, ბიოლოგიის მეცნ. კანდ. (1972), თსუ-ის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრის დოცენტი (1976-2006). თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ (1970), გ. ე.-მ მუშაობა დაიწყო მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე. იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მიკროელემენტების გავლენა ზოგიერთ პარკოსან მცენარეთა სუნთქვაზე ანატომიურ სტრუქტურასა და ზრდაზე“ (1972). დაინიშნა მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე (1976-2006). გ. ე. ატარებდა სალექციო კურსს მცენარეთა ანატომიაში და პრაქტიკულ მეცადინეობებს მცენარეთა ფიზიოლოგიაში. ასევე, უძღვებოდა სპეციალიზაციის კურსს მცენარეთა ზრდა-განვითარებაში. გ. ე. ხელმძღვანელობდა სტუდენტების საველე პრაქტიკას და სასპეციალიზაციო პრაქტიკას ყირიმის, კიევისა და დუშანბეს სახელმწ. უნ-ტებში. იყო სტუდენტთა სადიპლომო ნაშრომების ხელძღვ. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. სტატიები მცენარეთა ფიზიოლოგიასა და ანატომიაში.
თხზ.: გოკიელი, ე. (1967). ზოგიერთი მიკროელემენტით ბარდის თესლების თესვისწინა დამუშავების გავლენა სუნთქვის ინტენსივობასა და დამჟანგველი ფერმენტების აქტიურობაზე. ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა სამეცნიერო კონფერენცია თბ.,უნ-ტის გამ-ბა; გოკიელი, ე. (1971). სოიისა და ბარდის ონტოგენეზში სუნთქვის ინტენსიურობის ცვლილება მიკროელემენტების გამოყენებისას. თსუ-ის შრომები, ტ.141, გვ. 83-89. გოკიელი, ე. (1972). მიკროელემენტების გავლენა ბარდასა და სოიას აღმონაცენების ანატომიურ სტრუქტურასა და ზრდაზე. საქ. მეცნ. აკად. მოამბე: ტ.66, №2, გვ. 402-404. Гокиели Е. (თანაავტორი). (1976). Изучение анатомической структуры зародыша одностеблево-многопочатковой кукурузы. Труды Тбилисского университета, Химия, Биология, 178, Изд. Тбил. Гос. Унив.-та, Ст. 142-145; Гокиели, Е. (თანაავტორი). (1978). Анатомическое изучение одностеблево-многопочатковой кукурузы. Изв. АН ГССР, Сер. Биол., т.4, №5, ст. 468-471