გოკიელი არჩილ პეტრეს ძე
გოკიელი არჩილ პეტრეს ძე

გოკიელი არჩილ პეტრეს ძე (27.VIII. 1903, ქუთაისი-30. XI.1985, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის სოციალ-ეკონ. ფაკ-ტი (1921-1925); იყო ეკონ. მეცნ. კანდ. (1939); მეცნ. დოქტორი (1949); პროფესორი (1954); საქართვ. ეკონ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1963); მუშაობდა საქართვ. სახელმწ. საგეგმო და საფინანსო უწყებებში (1926-1930); კითხულობდა ლექციებს ფინანსთა სახალხო კომისარიატის სააღრიცხვო და საფინანსო კურსებზე (1928); შემდეგ თბილ. საფინანსო-კოოპერაციულ ინ-ტში (1933); მოღვაწეობდა თსუ-ში ეკონ. ფაკ-ზე  (1933). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საფინანსო დაგეგმვის მეთოდოლოგიისათვის“. გ. ა. იყო დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (1937-1938); სახ.  მეურნეობის კათედრის გამგე (1954-1974). მის სამეცნ. შრომებში განიხილება საბჭოთა დროის ფინანსებისა და ვაჭრობის ეკონომიკის, სახ. მეურნეობის დაგეგმვის საკითხები, აქტიურად მონაწილეობდა საზ-ებრივ საქმიანობაში; იყო შტატგარეშე ლექტორი, რამდენჯერმე იქნა არჩეული დეპუტატად; იყო საბიუჯეტო კომისიის თავ-რე; უნ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი; ჟურნ. „საქართველოს სახალხო მეურნეობა“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. გ. ა. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახ. მედლით.   გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი: „საფინანსო დაგეგმვის არსისათვის“ (თსუ-ის შრომები, 1940, ტ.12); „ერთხელ კიდევ ტერმინოლოგიის შესახებ: [ეკონომიკური ტერმინოლოგია]“ (საქართველოს ეკონომისტი, 1962, N10); „საბჭოთა ვაჭრობა საქართველოში“ (საქართველოს სახალხო მეურნეობა, 1971, N5).

ლიტ.: გოკიელი არჩილ პეტრეს ძე.  საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 2. თბ., 2012, გვ. 80; ყაზიშვილი, გ. (2017). ქართული ეკონომიკური სკოლა: ქართველი მეცნიერების ღვაწლი საქართველოში ეკონომიკური სკოლის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში. ჩვენი უნივერსიტეტი, 2017, N 2, გვ. 27-31.