-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი პათოლოგანატომი დოქტორი ასისტენტ-პროფესორი
გოიშვილი ნანა ზაზას ასული (25.XII.1978, თბილისი), ექიმი-პათოლოგანატომი, დაამთავრა თსსუ-ის მედ. ფაკ-ტი (2002), თსსუ-ის დოქტურანტურა „პათოლოგიური ანატომიის“ სპეციალობით (2005). დაიცვა დისერტაცია "თრომბოციტების მორფო-ფუნქციური მახასიათებლების როლი გულის იშემიური დაავადებების მიმდინარეობაში (კლინიკურ-მორფოლოგიური გამოკვლევა)" და მიენიჭა მედ. დოქტორის აკად. ხარისხი (2006). იყო თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2007-2024), ამავე ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2025-დან). თსუ-ის მედ. ფაკ-ტის კლინ. ანატომიის და ოპერაც. ქირურგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი (2018-დან). მისი კვლევები ფოკუსირებულია სასიგნალო პროცესების მოლეკულურ მექანიზმებზე, უჯრედთა დიფერენცირებისა და ორგანოთა ფორმირების ბიოლოგიაზე. მონაწილეობდა არაერთ საერთაშ. ფორუმში — მათ შორის ევროპის პათოლოგთა კონგრესებში (ECP, ფლორენცია, ამსტერდამი, კიოლნი), ევროპის მოლეკულური პათოლოგიის ასოციაციის კონგრესში (AMP Europe, მადრიდი) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედ. ფორუმის საერთაშ. კონგრესებში. არის 36 სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: “Unusual types of smooth muscle tumors of uterine corpus: case reports and literature review.” (Georgian Medical News, 2013); “Primary Kaposi’s sarcoma of the heart in non-immunodeficient patient: case report and literature review.” (Diagnostic Pathology, 2015); “Assessment of gankyrin mRNA expression in tissue and liquid biopsy as a sensitive biomarker for hepatocellular carcinoma.” (World Academy of Sciences Journal, 2024).