გოილაძე ვახტანგ იოსების ძე
გოილაძე ვახტანგ იოსების ძე

გოილაძე ვახტანგ იოსების ძე (11.III.1938, სოფ. ყვიბისი, ახლანდ. ბორჯომის მუნიციპ.), ისტორიკოსი, ისტ. მეცნ. დოქტ., თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2006-დან).  დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1965). იყო ქართ. საბჭ. ენციკლოპედიის სპეციალური სამეცნ. რედაქტორი (1966-1976); ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის წამყვანი (1976-დან), მთ. (2006-დან) მეცნიერ თანამშრომელი; ლექციებს კითხულობდა დ. გურამიშვილის სახ. უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში (1995-2008).

გ. ვ.-ის საკანდიდატო. დისერტაციის თემა - „ქართლის პოლიტიკური განვითარება VI ს-დან VII ს-ის 30-იანი წლების დასასრულამდე“ (1979), სადოქტორო დისერტაციის თემა – „ქართლის სამეფო III ს. 50-იანი წლების დასასრულამდე (ურთიერთობა სასანიანთა ირანთან და რომ-ბიზანტიასთან)“ (1998). მისი კვლევის სფეროა ძვ. და ადრეფეოდალური საქართვ. ისტორია, წყაროთმცოდნეობა, რელიგიის ისტორია, საქართვ. ურთიერთობა  ძვ. ჰუნურ-თურქულ  და ძვ. ოსურ სამყაროსთან, ბიზანტიასთან, სასანიანთა ირანთან; არის ავტორი მრავალი სამეცნ. სტატიის და მონოგრაფიების. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

თხზ.: გოილაძე, ვ. (1990). ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია. მეცნიერება; გოილაძე, ვ. (1991). ქართული ეკლესიის სათავეებთან. ISBN 5-529-00958-1;  გოილაძე, ვ. (2007). მიწის ენამრუდე სარკეში. უნივერსალი. ISBN 9789994061471; გოილაძე, ვ. (2008). ბიზანტიის აღმოსავლური პოლიტიკის ასახვა ქართულ ეპიგრაფიკაში. უნივერსალი. ISBN 9789941124211; გოილაძე, ვ. (2008). ჰუნ-თურქები კავკ-ში. უნივერსალი. ISBN 9789941122934; გოილაძე, ვ. (2008). მირონის კურთხევის დაწესება საქართველოში. უნივერსალი. ISBN 9789941121609; გოილაძე, ვ. (2018). ოსთა წინაპრები ძვ.. VII-ახ.. XV საუკუნეებში. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. გამოც. ISBN 9789941277726; გოილაძე, ვ. (2020). ქართლის ერისმთავრები სტეფანოზ I და ადარნასე. თსუ გამომც. ISBN 9789941139628; გოილაძე, ვ. (2022). მირიანი და ვახტანგ გორგასალი ქართულ ისტორიოგრაფიაში. თსუ გამომც. ISBN 9789941360107; გოილაძე, ვ. (2022). „მეფეთა ცხოვრებისბედი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. გამოც. ISBN 9789941851322; გოილაძე, ვ. (2024). ქართველები და კაბადოკიელები ბიზანტიის საეკლესიო და სამხედრო ასპარეზზე. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. გამოც. ISBN 9789941864599.