-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული ეკონომისტი პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი
გოგუაძე გიორგი ვახტანგის ძე (20.III.1973, თბილისი), ეკონომისტი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის საერთაშ. ურთიერთობების ფაკ-ტი (1995); იყო: აგროსამრეწველო ორგანიზაცია "სამგორის" მარკეტინგის განყ-ების უფრ. (1992-1994); "საქართველოს ექსპორტ-იმპორტის" ბანკის პრეზიდენტის თანაშემწე (1994); სს "გაერთიანებული ქართული ბანკი" დილინგის განყ-ბის უფრ.; ბანკის №14 ფილიალის მმართველის მოადგილე (1995-1996); იყო საქართვ. პარლამ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უფრ. სპეციალისტი (1996-1999); სს "ინდუსტრიაბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რის მოადგილე (1996-1999); სს "აგრომრეწვბანკის“ დირექტორი (2000-2002); სს "საქართველოს სახალხო ბანკის" დირექტორი (2002-2003); სამბოს ეროვნ. ფედერ. პრეზიდენტი (2007); სამთო-სათხილამურო ფედერ. ვიცე პრეზიდენტი (2007-დან); ს.ს. "საქართველოს სახალხო ბანკის" გენ. დირექტორი (2003-2008); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი № 5 ისანის საარჩევნო ოლქიდან (2008-2012); პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი (2008-2012); ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი (2008-2012); ჯანმრთელობის დაცვისა და სოც. საკითხთა კომიტეტის წევრი (2008-2012).