-
ავტორი
- კატეგორიები: რადიოფიზიკოსი დოქტორი
გოგუა რობერტ ამბროსის ძე (05.VII.1939, დუშეთი), რადიოფიზიკოსი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1964). იწყებს მუშაობას გეოფიზიკის ინ-ტში (1958-დან). იყო დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორიის ხელმძღვ. (1986). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„აჭარის ინტრუზიული ქანების მაგნიტური ველი და პალეომაგნეტიზმი სულფიდური გამადნების პრობლემასთან კავშირში” (1988), მეცნ. აკადემ. დოქტორი (2007). იყო თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1964) და უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1989). მიღებული აქვს მ. ალექსიძის სახ. პრემია (2017). მონაწილეა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების და თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,მაღალი სიზუსტის ძიების მაგნიტური მეთოდის შესაძლებლობების გამოკვლევა თბილისისპირეთის (მარტყოფი-საგარეჯო) ტერიტორიაზე” (საქართვ. ნავთობი და გაზი, 2004, N9); ,,დუშეთის ობსერვატორია ერთადერთია კავკასიაში” (ფუძნარი, 2009, N1(6)); ,,დუშეთის მაგნიტური ობსერვატორია” (თბილ. უნ-ტი., 2019, N1); ,,შავი ზღვის სანაპირო ზოლის (გრიგოლეთი -ყვავილნარი) გეომაგნიტური მეთოდებით გამოკვლევა“ (მ.ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის 90 წლისადმი მიძღვნილი საერთაშ. კონფერენციის „დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესები“ შრომები, 2023).
თხზ.:Гогуа, Р. (1974). Геофизическая разведка Аджарской группы медно-полиметаллических месторождений. Тб., Мецниереба; გოგუა, რ. (2017). მაგმური ქანების მაგნიტური ველი და მაგნეტიზმი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გოგუა, რ. (2017). მაგმური ქანების მაგნიტური ველი და მაგნეტიზმი : [მონოგრაფია]. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941136269.