გოგსაძე გიორგი (3.VI.1957, ქ. თბილ.). ეკონ. და სოც. გეოგრაფიის სპეციალისტი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის საზ. გეოგრაფიის მიმართულების პროფესორი (2005–დან). დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი ეკონ. და სოც. გეოგრაფიის სპეციალობით წარჩინებით. დაიცვა საკანდ. დისერტაცია (1985). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის სამეცნ.-კვლევით ინ-ტებში (1985–1992). იყო საქართვ. პარლამენტის აპარატის თანამშრომელი (1992–1995). საქმიანობდა საერთაშ. ორგანიზაციებში, მათ შორის მიგრაციის საერთაშ. ორგანიზაციასა და გაეროს განვითარების პროგრამაში (1996–2002). არჩეული იყო თსუ-ის დოცენტად (204). არის თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის საზ. გეოგრაფიის მიმართულების პროფესორი (2005-დან). არის სამაგისტრო პროგრამის „სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია“ ხელმძღვ. და საბაკალავრო პროგრამის „მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია“ თანახელმძღვანელი. დაჯილდოებულია თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის მედლით (2023). სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციებს: იყო დემოკრ. განვითარების და კონფლიქტების მოგვარების ცენტრის დირექტორი (1990-2000), ლ. მიქელაძის სახ. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი (2010). იყო რამდენიმე ამერიკული ორგანიზაციის სტიპენდიანტი: ფულბრაიტის პროგრამა — ჯ. ვაშინგტონის უნ-ტი (1994); კარნეგის ფონდი — მერილენდის უნ-ტი (1995); ფონდი „ღია საზოგადოება“ — რატგერსის უნ-ტი, ნიუ ჯერსი (2010–2012). გამოქვეყნებული აქვს 2 სახელმძღვანელო და 40-ზე მეტი სამეცნ. სტ. მისი კვლევის ძირითადი სფეროებია: მიგრაცია, ელექტორალური გეოგრაფია, ტურიზმის გეოგრაფია, გეოპოლიტიკა და კონფლიქტები.
თხზ.: გოგსაძე, გ. (2018). მოსახლეობის გეოგრაფია. სახელმძღვანელო, მე-2 გამოცემა. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტი. უნ–ტის გამ–ბა, თბ.; Gogsadze, G., et all . (2021). 2020 PARLIAMENTARY ELECTIONS IN GEORGIA: RESULTS AND GEOGRAPHICAL PECULIARITIES. European Spatial Research and Policy, Volume 28, #2, pp. 209-224; გოგსაძე, გ. (2022). სივრცე და პოლიტიკა. სახელმძღვანელო, მე-2 გამოცემა. ISBN 978-9941-491-86-3 (pdf). უნ–ტის გამ–ბა; Gogsadze, G. et all . (2022). Challenges the COVID-19 Pandemic Confront Georgia’s Tourism Industry. In St. D. Brunn and D. Gilbreath (Eds): COVID-19 and a World of Ad Hoc Geographies, Springer, ISBN 978-3-030-94350-9 (eBook), pp.1779–1798; Gogsadze, G. et all . (2022). The Small Hotel Sector of Ajara and The Main Challenges of COVID-19 Pandemic. Environment and Society, No. 6, pp.1-25. Tsu; Gogsadze, G. et all . (2022). The main peculiarities of labour migrants' integration in Georgia (case of Tbilisi and Batumi). Journal DELA, issue #57, pp. 155-176. DOI: 10.4312/dela.57.155-176; Gogsadze, G. et all . (2023). Local elections in Georgia: geographic patterns of voter turnout. Environment and Society, N9, pp.48-67; Gogsadze, G. et all . (2024). The main challenges of gender based international labor mobility: Transnational migrant families from Georgia. Journal of Eurasian Studies 0(0), pp. 1-12.