გოგორიშვილი ხათუნა შოველის ასული
გოგორიშვილი ხათუნა შოველის ასული

გოგორიშვილი ხათუნა შოველის ასული (04.IX.1964, თბილისი), ბიოლოგი, პედაგოგი, პოლი­ტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. (1987) და სამართალმცოდნეობის ფაკ-ტები. ეწეოდა პედ. საქმიანობას (1982-1990); იყო ფიგურული სრიალის სპეცსკოლის ლაბორანტი (1981-1982); სოფ. კიკეთის საშ. სკოლის ქიმია-ბიოლ. მასწავლებელი (1987-1991); თბილ. 25-ე გიმნაზიის პედაგოგი (1990-94); საქართვ. მწვანეთა მოძრაობის საორგანიზაციო განყ-ბის გამგე (1990-1993); საქართვ. პარლამ. აპარატის კომისიის წამყვანი სპეციალისტი, აპარატის უფრ. (1993-2009); ცენტრ. საარჩევნო კომისიის (1995-2002), სმკ-ს (1995-2001) და პ/გ „გაერთიანებული დემოკრატების" (2001-2004) წევრი; პოლიტ. გაერთიანება "გაერთიანებული დემოკრატების" სამსახურის უფრ. (2003-2004). საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ. წევრი პარტ. სიით, "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები"; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავ-რე (2004-2008); საქართვ. VII მოწვევის პარლამ. წევრი: პარტ. სიით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის"; საპროცედურო საკითხთა  და წესების კომიტეტის თავ-რე (2008-2012); საქართვ. VIII მოწვევის პარლამ. წევრი: პარტ. სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს"; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავ-რის მოადგილე (2012-2016); საქართვ. IX მოწვევის პარლამ. წევრი: პარტ. სიით "ევროპული საქართველოს" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი (2016); ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი (2016-2017); ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს"  წევრი (2017-დან).