- კატეგორიები: მათემატიკოსი
გოგოლაური ლიდა (12.IX.1947, დედოფლისწყარო), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა ლაგოდეხის საშ. სკოლა (1966), თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტი (1971). მუშაობს ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში: ლაბორანტის და უფრ. ლაბორანტის თანამდებობებზე (1971-1985), დიფერენციალური განტ. გან-ბაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1985-2006), არის დრეკადობის მათ. თეორიის გან-ბის მეცნ. თანამშრომელი (2006), ინ-ტის სადისერტაციო საბჭოს (Ph.M.01.01 N1) რეფერენტი (1994-2006). გ. ლ.-ს სამეცნ. ინტერესებია: დრეკადობის ბრტყელი თეორიის საკონტაქტო ამოცანები იზოტროპული და ანიზოტროპული (ორთოტროპული) სხეულებისათვის, თანაბრადმტკიცე კონტურის მოძებნის ამოცანები, ბლანტი დრეკადობის ბრტყელი თეორიის საკონტაქტო ამოცანები. კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის მეთოდების გამოყენებით კონკრეტული სახის არეებისათვის მიღებულია განხილული ამოცანების ამოხსნები ანალიზური სახით.