-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული მთარგმნელი
გოგოლაშვილი ნანა გიორგის ასული (23.X.1938, თბილისი), მეცნიერი, მთარგმნელი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1961). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,მოდალური ველის კონფიგურაციის პრობლემები (XVI-XIX სს. გერმანული ლიტერატურის მასალაზე) (ხელმძღვ. მ. მ. გუხმანი, 1970). გერმანულიდან თარგმნა რომანები: ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი, „კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია“(1981); „დამსვენებელი“(1985) და „ჩემი ცხოვრების მოკლე აღწერა“ (1987); ჰაინც კიუპერი, „რძე და თაფლი" (1984); თომას მანი, „იოსები და ძმანი მისნი“ (I ტ., ი. სურგულაძესთან ერთად). მოთხრ.: ფრიდრიხ დიურენმატი, „ბერძენი ეძებს ბერძენს“ (1978); იურეკბეკერი, „ბოლო სადგური (1979); კლაუს შლეზინგერი, „ცხრა წლისა ვარ“ (1979); ვალტერ მათიას დიგელ-მანი, „თვითმკვლელობა“ (1979); იანკო ფერკი, „ადამიანის სიკვდილი“ (2002); მარიანე გრუბერი, „მედეა“ (2003); ჰერბერტ აიზენრაიხი, „შებღალული სახელის სიკეთე“ (2003); ჰაიმიტო ფონ დოდერერი, „წამება ნატის ქისებისა" (2003); ჰელმუთ ნიდერლე, „მოთხრობები“ (2007); გიუნთერ გრასის ნოველა –- „კიბორჩხალას ნაბიჯით“ (2008). ესეები: ვალტერ იენსი, „მორალისტის პორტრეტი –– ალბერტ აინშტაინი"(1979); თეოდორ ვ. ადორნო, „მთხრობელის პოზიცია თანამედროვე რომანში“ (1979); თომას მანი, „იოსები და ძმანი მისნი" (1992) და „გერმანია და გერმანელები“ (1998); რაინერ მარია რილკე, „წერილები“ (2002); გიუნთერ გრასი, ნობელიანტის მოხსენება „გაგრძელება იქნება“ (2002). გერმანულად თარგმნილი და გერმ. გამოქვეყნებული აქვს ქართვ. მწერლების ნაწარმოებები. არის ავტორი კრიტ. წერილების ქართ. ენისა და თარგმანის პრობლემურ საკითხებზე; გერმ. პერიოდულად იბეჭდება მისი წერილები ენის საკითხებზე; მთარგმნელობით სფეროში გაწეული საქმიანობისათვის მინიჭებული აქვს ავსტრიის ფედერ. რესპ. ლიტ. პრემია (2003). არის გოეთეს საზ-ბის პრეზიდიუმის წევრი. მისი ბიოგრაფია შესულია გერმ. გამომც. "Suhkomp“-ის მიერ გამოცემულ ანთოლოგიაში (მაინის ფრანკფურტი, 2000).
თხზ.: გოგოლაშვილი, ნ. (მთარგმნელი). (1989). ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენი : რომანი. თბ., ნაკადული; გოგოლაშვილი, ნ. (1999). თალპიონი : ლექსები. თბ., ლაზიერი; გოგოლაშვილი, ნ. (2004). გერმანული ენის გრამატიკა = Deutsche Grammatik : მორფოლოგია, სინტაქსი, სიტყვათწარმოება. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN:9994013351; გოგოლაშვილი, ნ. (მთარგმნელი). (2010). ტრამალის მგელი :რომანი. თბ., ბაკურ სულაკაური; გოგოლაშვილი, ნ. (მთარგმნელი). (2011). დედალი ვირთაგვა : რომანი. თბ., ბაკურ სულაკაური, ISBN: 9789941155208.