-
ავტორი
- კატეგორიები: სპორტსმენი მათემატიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გოგოლაძე ლერი დავითის ძე (01.IV. 1938 ქ. თბილისი). მათემატიკოსი და გამოჩენილი წყალბურთელი. თსუ-ის პროფესორი (1986), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1985). დაამთავრა თბილ. 30-ე საშ. სკოლა, ვერცხლის მედალზე (1956); თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (1961); თსუ-ის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის ასპირანტურა (1961- 1965). იყო ამავე კათედრის ასისტენტი (1966-1967), დოცენტი (1979-1986) და პროფესორი (1986-1987). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1969). იყო: თსუ-ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის უმცრ. და უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1967-1976); თსუ-ის პრორექტორი სასწ. მუშაობის დარგში (1985-1987); თსუ-ის ზოგადი მათ. კათედრის გამგე (1987-2006). იყო საბჭ. კავშირის ნაკრების მეკარე (1959-1964). საქართვ. ნორჩ მათ. ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (1993, 2000-2010). ამ პერიოდში საქართვ. ნაკრებმა მოიპოვა 1 ოქროს, 10 ვერცხლის, 32 ბრინჯაოს მედლები და 17 ქების სიგელი. არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ანალიზის კათედრის ასოცირებული პროფესორი. მას გამოქვეყნებული აქვს 95 სამეცნ. შრომა. ისინი განეკუთვნება ფურიეს ანალიზის საკითხებს. მისი ხელმძღვანობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. ის არის რომის ოლიმპიური თამაშების (1960), ლაიპციგის ევროპის ჩემპიონატის (1962) და პორტუ-ალეგრის მსოფლიო უნივერსიადის ვერცხლის მედლების მფლობელი წყალბურთში, სამგზის ვერცხლისა და ხუთგზის ბრინჯაოს მედალოსანი საბჭ. კავშირის ჩემპიონატებზე და ხალხთა სპარტაკიადებზე.
თხზ.: Гоголадзе, Л. (1977). О (H,k ) – суммируемости кратных тригонометрических рядов Фурье: Изв. АН СССР, т.41, 937-958; Гоголадзе, Л. (1984). О существовании сопряженных функций многих переменных,: Матем.сб.,т.125, 481-488; Gogoladze, L. (2022). On the absolute convergence of orthogonal series,: Georgian Math.J. Vol.29, no.4, p.527-532.