-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
გოგოლაძე ილია გიორგის ძე (23.VI.1967, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1988). და იმავე წელს ჩააბარა ელ. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ-ტის ასპირანტურაში (1991). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ’’გაერთიანების მოდელები სუპერსიმეტრიულ SU(N) დიდი გაერთიანების თეორიებში: მინიმალური SU(5) და მიღმა" (1998). დისერტაციის დაცვის შემდეგ მუშაობდა გააგრძელა ელ. ანდრონკაშვილის ფიზიკის ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე; მუშაობდა მკვლევარად ა. სალამის თეორ. ფიზიკის საერთაშ. ცენტრში (ტრიესტი, იტალია, 1999-2001), ოკლაჰომის სახელმწ. უნ-ტში (აშშ, 2001-2003), ნოტერდამის უნ-ტში (აშშ, 2003-2005), დელავერის უნ-ტში (აშშ, 2005-დან). გამოქვეყნებული აქვს 100 ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი ელემენტარული ნაწილაკების თეორიის ფიზიკის დარგში. მათ შორის: “ Unification picture in minimal supersymmetric SU(5) model with string remnants" (PhysRevD., 1998, 58); „Mansoor Ur and Shafi, Qaisar Higgs Boson Mass, Sparticle Spectrum and Little Hierarchy Problem in Extended MSSM“ (PhysRevD, 2008,78); „ S Unification