გოგოხია ვახტანგ
გოგოხია ვახტანგ

გოგოხია ვახტანგ შოთას ძე (11.III.1945, გალის რაიონი, სოფ. ოქუმი), ქართვ. ფიზიკოსი. ქ. სოხუმში დაამთავრა საშ. სკოლა (1962). ჩირიცხა თბილ. სამედ. ინ-ტში (1962), გადავიდა მოსკოვის სამედ. ინ-ტში ბიოფიზიკის ფაკ-ტზე (1963), სადაც ისწავლა ერთი წელი. შემდეგ ჩაირიცხა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტზე, რ-იც წარმატებით დაამთავრა თეორ. ფიზ. სპეციალობით (1964-1969). იმავე წელს ის ჩარიცხულ იქნა თსუ-ის ასპირანტურაში. ასპირანტურა მან გაიარა ქ. დუბნაში (მოსკოვის ოლქი, რუსეთი, ყოფილი სსრკ) და იქვე წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1974). მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (1971-1995). იყო ელემანტარული ნაწილაკების და ბირთვული ფიზ. კვლევითი ინ-ტის – RMKI (ქ. ბუდაპეშტი, უნგრეთი) თანამშრომელი (1992-2008), ამავე ინ-ტის თანამშრომელი ხელშეკრულებით (2008-2010). იყო ბირთვული კვლევის ინ-ტის თანამშრომელი (ქ. ოსაკა, იაპონია) ხელშეკრულებით (1997-1999). გ. ვ.-ს სამეცნ. ინტერესები მოიცავდა არაპერურბატიულ ეფექტებს და მეთოდებს, ურთიერთქმედი ველების ენერგიებს კლასიკური და კვანტური ყალიბური ველის თეორიებში (კვანტური ქრომოდინამიკა, კვანტური ელექტროდინამიკა, სტანდარტული მოდელი). ასევე მათ განზოგადოებებს სასრული ტემპერატურებისა და სიმკვრივისთვის, ძირითადი მდგომარეობების დინამიურ და ტოპოლოგიური სტრუქტურებს. მან დაასაბუთა კიბე მიახლოების შეუთავსებლობა კვანტურ ქრომოდინამიკაში. აჩვენა, რომ ინსტანტონები ვერ ხსნიან კვარკების კომფაინმენტის პრობლემას. შეიმუშავა კვანტური ქრომოდინამიკა, რომელიც ხსნის ფერის კონფაინმენტის პრობლემას. მოახდინა თეორიაში მასის მასშტაბური პარამეტრის გენერირება ფუნდამენტურ კვარკ-გლუონის დონეზე. გ. ვ.-ს (ა. შურღაიასთან ერთად) მიენიჭა საქართ. ეროვნ. პრემია მეცნ. განვითარებში შეტანილი წვლილისთვის (2015).

თხზ.: Gogokhia, V., Barnafoldi, G. G. (2013). The Mass Gap and its Applications. Word Scientific, Singapore, 2013, 252 pp.; ISBN: 978-981-4440-70-7, ISBN: 978-981-4440-721 (ebook).