გოგოხია თეიმურაზ თამაზის ზე
გოგოხია თეიმურაზ თამაზის ზე

გოგოხია თეიმურაზ თამაზის ზე (16.XI.1976, გალი, აფხაზეთის ავტონ. რესპ.), ეკონომისტი. დაამთავრა თბილ. ბიზნესის ინ-ტი სპეციალობით საგარეო ეკონ. საქმიანობის მენეჯერი (1998), ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი სპეციალობით ინგლისური ენა და ლიტ-რა (2000), სოხუმის სახელმწ. უნ-ტის დოქტორანტურა (2015). ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (2016), აფხაზეთის ავტონ. რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტ. ანალიზისა და კვლევების სამმართველოს უფროსის მოადგილე (2014-2019), თსუ-ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყ–ების უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2020-დან), აფხაზეთის ავტ. რესპ. იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ადმ. დეპარტამენტის საფინანსო-ეკონ. სამმართველოს უფრ. (2022-დან), კავკასიის საერთაშ. უნ–ტის ასოცირებული პროფესორი (2024-დან).

თხზ.:გოგოხია, თ. (თანაავტორი). (2016). ევროკავშირის სამეწარმეო პოლიტიკა. სამეცნ. შრომების კრებ. ტ. IX. გვ. 129-136. თბ., თსუ–ის პ. გუგუშვილის ეკონომიკის  ინ–ტი; გოგოხია, თ. (2019). ბიზნესგარემო, ინოვაცია და მწარმოებლურობა გარდამავალი ეკონომიკების პირობებში : ანალიზი ფირმის დონეზე. ეკონომისტი = Ekonomisti N 4, ტ. XV. გვ. 69-87. თბ., თსუ–ის პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ–ტი; გოგოხია, თ. (თანაავტორი). (2020). ბიზნესგარემოს ზეგავლენა ფირმის ონოვაციას, მწარმოებლურობასა და ექსპორტს შორის არსებულ სტრუქტურულ ურთიერთკავშირზე გარადამავალ ეკონომიკებში. ეკონომისტი = Ekonomisti, ტ. XVI. N 4. გვ. 61-82. თბ., თსუ–ის პ. გუგუშვილის ეკონომიკის  ინ–ტი.