-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პედაგოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გოგოხია რევაზ აკაკის ძე (28. IV. 1936, სოფ. ფახულანი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). ეკონომისტი, დაამთავრა ეკონ. ფაკ-ტი (1953-1958); შემდეგ საქართვ. მეცნ. აკადემიის ასპირანტურა (1961-1965); იყო მეცნ. აკადემიის ჯერ უმცროსი, შემდეგ უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1959-1976); ჟურნ. „საქართველოს ეკონომისტის“ განყ-ბის გამგე (1963-1967) და სარედაქციო კოლეგიის წევრი; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საბჭოთა მეურნეობრივი წარმოების განვითარების აქტუალური პრობლემები“ (1965); თსუ-ის ეკონ. თეორიის კათედრის დოცენტი (1976-1989); პროფესორი და მეცნ. დოქტორი (1988-2018); სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ეკონომიკური ინტერესები და მისი სამეურნეო-ანგარიშიანი რეგულირება აგროსამრეწველო ინტეგრაციის პირობებში.“ ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესის“ მთავ. რედაქტორი (2008-2018); თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (1995-2005); თსუ-ის ზუგდიდის ფილიალის ზოგადეკონომიურ დისციპლინათა კათედრის გამგე (2001-2004); თსუ-ის სოხუმის ფილიალის საერთაშ. ურთიერთობათა კათედრის დამფუძნებელი და გამგე (1995-2001); ჟურნ. „სოციალური ეკონომიკის“ მთ. რედ. (1999-2008); ეკონ. ფაკ-ის დეკანის მოადგილე (1980-1981); საქართვ. სოფ. მეურნეობისა და კვების მრეწვ. მინისტრის პირველი მოადგილე (1991-1992); გამოსცა სახელმძღვანელო და მონოგრაფია, სამეცნ. ნაშრომები; „გადამამუშავებელი მრეწველობასა და ვაჭრობასთან სოფლის მეურნეობის პირდაპირი კავშირების განვითარების ზოგიერთი საკითხი“ (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე: ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სამართლის სერია., 1972, N 2); „მაკროეკონომიკური რეგულირება - საქართველოში აგრარული კრიზისის დაძლევის გადამწყვეტი ფაქტორი:აგრარული ეკონომიკა“(სოციალური ეკონომიკა, 2007, ივლისი-აგვისტო,N4); „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ზოგიერთი საკითხი“ (სტუდენტური კვლევები და პროექტები, 2017, N 1). ნაყოფიერი სამეცნ.-პედ. და საზ.-პოლიტ. მუშაობისათვის პროფ. გ. რ. შეყვანილია საქართვ. ქართულ ენციკლოპედიაში (ტ. 2, 2012); მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის მედალი (2001), ღირსების ორდენი (2003), პირველი პრიზი მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე შესრულებული ნაშრომისათვის „უმაღლეს სასწავლებლებში ეკონომიკური თეორიის სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის“.
თხზ.: გოგოხია, რ. (1980). ეკონომიკური ინტერესები წარმოებით ურთიერთობათა სისტემაში. თბ., მეცნიერება; გოგოხია, რ. (1996). საბაზრო ეკონომიკა. თბ., საქპროფგამი; გოგოხია, რ. (1999). ფერმერული მეურნეობის ჰორიზონტები. თბ.; გოგოხია, რ. (2004). შერეული ეკონომიკური სისტემა: არსი, მოდელები, განვითარების ტენდენციები . თბ., უნ-ტის გამ-ბა.
ლიტ.: ჩიქავა, ლ. (20012). გოგოხია რევაზ აკაკის ძე. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 2. თბ., გვ. 71.