გოგოხია მაია რევაზის ასული
გოგოხია მაია რევაზის ასული

გოგოხია მაია რევაზის ასული (07. II. 1972, თბილისი), ეკონომისტი. დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკ-ი ეონომისტის სპეციალობით (1989-1994) და ასპირანტურა (1994-1996); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა სრულყოფა საქართველოს საბაზრო ეკონომიკის გარდამავალ პერიოდში” (1997) და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდიდატის ხარისხი;  აქვს საბანკო სექტორში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;  მუშაობდა გაერთიანებულ ქართ. ბანკში, ბანკებთან ურთიერთობების განყ-ებაში უფრ., შემდეგ კი წამყვან სპეციალისტად (1993-1996); თსუ-ში ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე, ჯერ დოცენტის (2006-2009), შემდეგ კი - ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (2018-2022); კითხულობს ლექციებს შემდეგ საგნებში: საბანკო საქმე, ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები, ფასიანი ქაღალდების ბაზარი, სადაზღვევო საქმე და სხვ. მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე საერთაშ. კონფერენციაში. მისი სტატიებია: „ფულის როლი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში“ (ეკონომიკა,1992, N8-9); “კომერციული ბანკების მართვის ზოგიერთი თანამედროვე ტენდენცია” (ეკონომიკა და ბიზნესი, 2020, ტ.13); „ფასიანი ქაღალდების ბაზრის საინვესტიციო ანალიზის საკითხისათვის“ (ეკონომიკა და ბიზნესი. 2021, N 3. ტ. 13);  “ფასიანი ქაღალდების რეგულირების საკითხისათვის“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2022, ტ. 14); “ფინანსური სტაბილურობა ეკონომიკის გაციფრულობის პირობებში”(ეკონომიკა და ბიზნესი, 2025, ტ. 17).

თხზ.: გოგოხია, მ. (2008). საბანკო საქმე: ლექციების კურსი. მე-2 გამოც. თბ., ლამპარი-99, ISBN 9789941902949; გოგოხია, მ. (2024). ფასიანი ქაღალდების ბაზარი: ლექციების კურსი. თბ., საარი, ISBN 9789941509343; გოგოხია, მ. (2026). საბანკო საქმე: ლექციების კურსი. თბ., ინოვაცია.